top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მოზამბიკში კათოლიკე ეპისკოპოსი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • 2 days ago
  • 1 min read

მოზამბიკში, კელიმანეს ეპისკოპოსისა და ბეირას სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ოზორიუ ციტორა აფონსუს გულ-მკერდის არეში რამდენჯერმე, ესროლეს. იგი კელიმანეს საეპისკოპოსო რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს.



მკვლელობის შესახებ ინფორმაციას წმიდა საყდრის პრესსამსახური ავრცელებს.


​"პაპმა ლეონ XIV-მ ღრმა მწუხარებას გამოხატა ძალადობის იმ მძიმე ფაქტის შესახებ, რომელმაც კელიმანეს ეპისკოპოსისა და ბეირას სამოციქულო ადმინისტრატორის, ეპისკოპოს ოზორიუ ციტორა აფონსუს გარდაცვალება გამოიწვია. ამ მძიმე წუთებში, წმინდა მამა ლოცვით უერთდება მოზამბიკის მოსახლეობას, რათა უფალმა ნუგეში მოჰფინოს მათ, თავისი სიყვარულით დაიფაროს თითოეული ადამიანი და შეაჩეროს მოძალადეთა ხელი. პაპი, რომელიც ამჟამად ესპანეთში სამოციქულო ვიზიტით იმყოფება, შეძრწუნებულია მღვდელმთავრის მკვლელობით.


დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს საქმის გამოძიება", - განაცხადა წმიდა საყდრის პრეს-სამსახურის უფროსმა მატეო ბრუნიმ.


ტრაგიკული დანაკარგის გამო, მწუხარება გამოთქვა ნამპულას არქიეპისკოპოსმა და მოზამბიკის ეპისკოპოსთა კონფერენციის თავმჯდომარემ, ინასიუ საურემ. მან ოფიციალურ განცხადებაში ამ რთულ მომენტში ყველას „რწმენისა და ძმური სოლიდარობისკენ“ მოუწოდა. ეპისკოპოსი ციტორა აფონსუ, რომელიც ამჟამად ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს, 2017-2023 წლებში ასევე გახლდათ ევანგელიზაციის დიკასტერიის ოფიციალური პირი.


ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოხატა ასევე მოზამბიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დანიელ ფრანცისკო შაპომ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მღვდელმთავრის გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკარგია, არა მხოლოდ მთელი ქრისტიანული თემისთვის, არამედ სრულიად მოზამბიკის საზოგადოებისთვის“.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page