top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'მომთაბარეთა მიწა' – 'ოსკარის' ჯილდო ქალებს


ფილმმა „მომთაბარეთა მიწა“ 2021 წლის „ოსკარის“ დაიჯლდოების სამ ნომინაციაში გამარჯვა. ეს არის ფილმი ხანში შესული ამერიკელების შესახებ, რომლებიც მიჰყვებიან მომთაბარე ცხოვრებას, ყველანაირი სოციალური პირობების გარეშე.


„მომთაბარეთა მიწამ“ წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა, „ოსკარი“ მიიღო მისმა რეჟისორმა ქლოა ჟაომაც და საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მსახიობმა ფრენსის მაკდორმანდმა.


ეს მეორე შემთხვეაა, როცა აკადემიის ჯიდო ქალებს გადაეცათ.



ლოს-ანჯელესსა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილში ტრიუმფი მოიპოვა ფილმმა „მომთაბარეთა მიწა“. იგი ოსტატური ინტერპრეტაციით შესრულებული სოციალურ–დოკუმენტური ფილმია. აქ ნაჩვენებია ქალი, რომელმაც გადაწყვიტა გაჰყოლოდა ხანშიშესულ ამერიკელებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს კრიზისის გამო და ცხოვრობდნენ მომთაბარეებივით გზის პირას, ყველანიირი სოციალური პირობების გარეშე.


სამი ოსკარი ფილმს „მომთაბარეთა მიწა“: მსახიობმა ქალმა ფრენსის მაკდორმანდმა მიიღო ჯილდო და საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა ჩინელი რეჟისორი ქლოა ჟაო. ის არის პირველი აზიელი ქალი და რიგით მეორე ქალი, რომლემაც მიიღო აკადემიის ჯილდო.


ფილმი შთაგონებული იყო 2017 წელს, ამერიკელი ჟურნალისტის მიერ გამოცემული წიგნით, რომელიც მოგვითხრობს თავის გადაწყვეტილებაზე, გახდეს ნაწილი მომთაბარეთა საზოგადოებისა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობენ ავტომობილით, ცხოვრობენ უდაბნო ადგილებში და გამოიმუშავებენ ფულს შემთხვევით ნაშოვნი საქმეებით.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page