top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მსოფლიო ევქარისტიული კონგრესი 2024

2024 წლის 8 - 15 სექტემბერს, ეკვადორის დედაქალაქ კიტოში ჩატარდება რიგით 53 - ე მსოფლიო ევქარისტიული კონგრესი, რომლის თემაც იქნება: “ძმობა სამყაროს განსაკურნებლად. თქვენ ყველანი ძმები ხართ”.

საერთაშორისო ევქარისტიული კონგრესის პაპის კომიტეტის ცნობით, 2022 წლის 27 ოქტომბრიდან დაიწყო საორგანიზაციო პრაქტიკული და სულიერი სამზადისი მორიგი ევქარისტიული კონგრესისათვის (IEC 2024), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეპისკოპოსთა კონფერენციების ეროვნული დელეგაციები. ოფიციალური ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია შემდეგ საიტებზე: www.iec2024.ec და www.congressieucristici.va


2021 წლის 20 მარტს ვატიკანის პრესს-სამსახურმა განაცხადა, რომ პაპმაფრანცისკემ დააკმაყოფილა შეთავაზება, ქალაქ კიტოში გამართულიყო ევქარისტიული კონგრესი, რომელიც მიეძღვნება იესოს უწმინდესი გულისადმი ეკვადორის მიძღვნის 150 წლისთავს. მომავალი კონგრესი, ვატიკანის პრეს–სამსახურის ცნობით, იქნება დემონსტრაცია ევქარისტიის ნაყოფისა ევანგელიზაციისა და რწმენის განახლებისათვის ლათინურ ამერიკაში.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page