top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიალოსანი ლიბანში შეიქმნა

კრიალოსანი, რომელიც სინამდვილეში სამლოცველოს წარმოადგენს, ლიბანში შენდება. მისი მარცვლების ზომები შთამბეჭდავია: სიგრძე–5 მეტრი, ხოლო სიგანე–3 მეტრი. ბეტონისგან ჩამოსხმულ 59 მარცვალში განთავსებულია სამლოცველოები, რომელიც ორივე მხრიდან ღიაა. მომლოცველებს შეუძლიათ გაიარონ ყველა სამლოცველო “გიხაროდენის“ლოცვით.



პროექტი ტიტანური ძალისხმევით იქმნება. უკვე 15 წელია მასში ჩართულია რამდენიმე ქრისტიანი ლიბანელი. მათ სურთ შექმნან მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიალოსანი, რომელიც ლიბანში მშვიდობისათვის ლოცვის ადგილი გახდება.


იდეა 2006 წელს, მეჯუგორიეში მომლოცველობის დროს დაიბადა. მომლოცველთა ჯგუფში იყო კაცი, რომელიც გარკვეული პერიოდი ციხეში იჯდა. თავისუფლება აღკვეთილმა თავი ლოცვას მიუძღვნა და მოუვიდა იდეა, რომ აეგო მარიამის სახელობის სანქტუარიუმი. მან ფანქრით დახატა გიგანტური კრიალოსნის ესკიზი, რომელიც თავისი ფორმით წააგავს ლიბანს.


პროფესიით სტომატოლოგ-პროთეზისტმა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, პროექტის განსახორციელებლად თანხები შეაგროვა.


უშუალოდ პროექტზე მუშაობა კი 2008 წელს დაიწყო. შთამბეჭდავია ინდივიდუალური ვარდის მარცვლების ზომები - სიგრძით თითქმის 5 მეტრი და სიგანე 3 მეტრი. ბეტონის 59 სამლოცველოდან თითოეული ღიაა ორ მხარეს. ეს არის იმისათვის, რომ მომლოცველებმა შეძლონ სამლოცველოებში სიარული გიხაროდენის" ლოცვით.


ადგილზე უკვე ჩამოყალიბდა პატარა საზოგადოება, რომელიც ადგილობრივ ქრისტიანებთან ერთად „სავარდს“ლოცულობს. მაგრამ ჯერ კიდევ შორია პროექტის დასრულებამდე. შენობის ინდივიდუალური "მძივები" გაფორმებას ელოდება. მარადიული თაყვანისცემის სამლოცველოს სახურავზე უზარმაზარი ჯვარი დაიდგმება. ღამით, 600 მეტრის სიგრძის კრიალოსნისჯაჭვი განათდება.


პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს მაშინ, როცა ლიბანი მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. თუმცა სამლოცველო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება ქრისტიანებისთვის. მას შემდეგ, რაც 2006 წელს იდეა დაიბადა, ისრაელსა და კედარებს შორის ომი დაიწყო. მსოფლიოს ამ არასტაბილურ რეგიონში („სავარდის“ სამლოცველო სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს), სამლოცველო უნდა იყოს განსაკუთრებული ლოცვის ადგილი, ლიბანის მშვიდობისა და ერთიანობისთვის.


ტერიტორია, რომელზედაც ყველაზე დიდი კრიალოსანი მზადდება, ბექაას დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილზეა გადაჭიმული. ამჟამად იგი ძირითადად მუსლიმი შიიტებითაა დასახლებული. „ვხედავთ, რომ ღვთისმშობელი იზიდავს ბევრ მუსლიმს. ასე რომ, ეს ასევე არის გზა ჩვენს თემებს შორის ხიდის შესაქმნელად. დაე, ეს სალოცავი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყალობით, იქცეს დიალოგის სივრცედ“, - ამბობსჰანა რაჰმე, ბაალბეკ-დეირ ელ აჰმარის მთავარეპისკოპოსი.


წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი
bottom of page