მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ მღვდელს პაპი 110 წლის იუბილეს ულოცავს
- 4 minutes ago
- 1 min read
გერმანლი მღვდელი, მამა ბრუნო კანტი 1916 წელს დაიბადა. 2026 წლის 26 თებერვალს კი, იგი 110 წლის გახდა. მღვდელმსახური ოფიციალურად არის აღიარებული, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მღვდელი.

ბრუნო კანტი მღვდლად 1950 წელს ეკურთხა და უკვე 76 წელია ღვთისმსახურია.
გერმანიის, ფულდის ეპარქიის მღვდელს პაპმა ლეონმა მადლობა გადაუხადა მისი „ხანგრძლივი, ერთგული და თავდადებული მღვდლური მსახურებისთვის“.
„დიდი სიხარულით შევიტყვე, რომ 26 თებერვალს თქვენს 110-ე დაბადების დღეს აღნიშნავთ და გიგზავნით ჩემს გულითად მილოცვასა და კურთხევას,“ — მისწერა პაპმა ლეომ მღვდელ კანტს.
დაბადების დღის აღნიშვნას ესწრებოდნენ არა მხოლოდ მეზობელი ქალაქების — აიხენცელისა და ლეშენროდის მცხოვრებლები, არამედ სახელმწიფო და ეკლესიის წარმომადგენლებიც.

„ვატიკანიდან მივიღე დადასტურება, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მღვდელია. პაპმა ლეონმა მას დაბადების დღის ბარათიც კი გაუგზავნა“, – განაცხადა ფულდის ეპისკოპოსმა, მიხაელ გერბერმა.
მამა ბრუნო კანტი დანციგის მახლობლად (დღევანდელი პოლონეთი) დაიბადა. 9 წლის ასაკიდან მღვდლად გახდომა სურდა. მან დაიწყო თეოლოგიის სწავლა, თუმცა ნაცისტურმა რეჟიმმა მისი გეგმები ჩაშალა: იგი იძულებით შრომაზე გაიწვიეს და შემდეგ ჯარისკაცად გააგზავნეს.
ამის შემდეგ კანტმა ოთხი წელი გაატარა რუსეთში, როგორც სამხედრო ტყვემ, სანამ კვლავ შეხვდებოდა თავის ოჯახს, რომელიც დასავლეთში იყო გაქცეული.
საბოლოოდ, იგი 1950 წელს მღვდლად ეკურთხა. მსახურების ათწლეულების შემდეგ, ასაკის გამო, მას გარკვეულ საქმიანობის შესრულება აღარ შეუძლია.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მან მანქანის მართვა 102 წლის ასაკში შეწყვიტა, ხოლო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველ ოთხშაბათ საღამოს მრევლთან ერთად, რეგულარულად ვეღარ აღავლენს წმიდა წირვას. მიუხედავად ამისა, სანამ ძალა ჰქონდა, ავადმყოფების მონახულებას მაინც აგრძელებდა. ახლა კი უკვე ესეც აღარ შეუძლია.
მამა ბრუნო კანტი აღიარებს, რომ „სიკვდილისგან შორს აღარ არის“, თუმცა თავისი „ბოლო დღეების“ განმავლობაშიც კი, არ თმობს სუდოკუს ამოხსნაა, ტელევიზორის ყურებაა, გაზეთის კითხვასა და რა თქმა უნდა, ლოცვას.
„ლოცვა ახალგაზრდად მამყოფებს,“ — ამბობს იგი.
თაკო ფეიქრიშვილი




Comments