top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"მღვდელი არა კლერიკალიზმის, არამედ თანაგრძნობის ადამიანია" - პაპი ფრანცისკე


ვატიკანში, წმიდა მამასთან მექსიკის საკრებულოს კოლეგიის სტუმრობისას, პაპმა აღნიშნა, რომ მღვდელს არ ეკადრება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების წინაშე უმოქმედო და იმედგაცრუებული იყოს, რადგანაც მღვდელი მოწოდებულია ჭვრეტდეს უფალს და მიჰბაძოს მას, ანუ მამობრივი სინაზით შემრიგებლობითა და ძმობის თვალით უყუროს სამყაროს.


„კეთილ მწყემსთან უფრო მეტი მსგავსება მღვდელში მაშინ გამოიხატება, როცა ნამდვილი თანაგრძნობით უცქერს მისდამი მინდობილ სამწყსოს, მათ შორის, დაკარგულ ცხვრებს“, – ხაზი გაუსვა რომის პაპმა – „მხოლოდ მაშინ, როცა ქრისტეს ვაძლევთ უფლებას აღგვზარდოს, იზრდება სამწყსო სიყვარული, რომელსაც ჩვენ ძმებსა და დებზე ზრუნვით ვღებულობთ. ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავიკეტოთ სახლებში, ოფისებში და მხოლოდ ჩვენი გატაცებებით ვიცხოვროთ, ჩვენ უნდა გავიდეთ ხალხში და არ დავრჩეთ ერთ ადგილზე. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ სულიერ საფრთხეს ჩვენთვის წარმოადგენს სეკულარიზმი და კლერიკალიზმი“.


წმინდა მამამ მექისკელ მღვდელ სტუდენტებს ურჩია, რომ ჰარმონიულად შეუთავსონ ერთმანეთს მუდმივი მომზადების აკადემიური, სულიერი, ადამიანური და სამწყსო ასპექტებიდან. რომ ამქვეყნიურმა საცდურებმა შეილება მღვდელბი მიიყვანოს საკუთარი თავის ზედაპირულ შეფასებამდე და პასუხისმეგბლობებისგან თავის არიდების სხვადასხვა ფორმებამდე: „გახსოვდეთ, არასდროს აარიდოთ თვალი ტანჯულ მსახურს, ქრისტეს. აუცილებელია, რწმენის ფესვების გაღრმავება, რომლებიც მღვდლებს ეანდერძათ თავიანთი ეპარქიებიდან და რომელიც არის კეთილი უწყების ინკულტურაციის მდიდარი ნაყოფი. ასეთი ინკულტურაციის თავლსაჩინო მაგალითია ქალწული მარიამი, რომლის ხატსაც პატივს მიაგებენ პაპის მექსიკელთა სახოგადოების კოლეგიის სამლოცველოში. გვადალუპეს ღვთისმშობელი გვახსენებს მის სიყვარულს თავისი ძისადმი, რომელმაც მონაწილენი გაგვხადა წმინდა მღვდელმსახურებისა. ამიტომაც ღრმა ნდობით აღიჭურვეთ ზეციერი დედისადმი, შესთხოვეთ აუცილებელი ნიჭები და გახსოვდეთ, რომ იგი გვიფარავს თავისი გულმოწყალე კალთის ქვეშ“, – განაცხადა საუბრის ბოლოს პაპმა ფრანცისკემ.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page