top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

მღვდელს წირვის დროს ჯვარი დაეცა და დაიღუპა

10 hours ago
1 min read

მამა პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარი ეკვადორის ქალაქ გუაიაკილის სამრევლოს წინამძღვარი, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც წმინდა წირვის აღვლენისას, საკურთხევლის კედლიდან მოწყვეტილი უზარმაზარი ჯვარი დაეცა. ღვთისმსახურება ინტერნეტ სივრცეში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.


​შემთხვევა 17 ოქტომბერს, ეკვადორში, გუაიაკილის მუდმივი შემწეობის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მოხდა. მამა პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარი წირვას ატარებდა, რომლის ტრანსლაციაც საკუთარ ინტერნეტ-გვერდზე გადიოდა.


მოულოდნელად, საკურთხევლის კედელზე დამაგრებული ჯვარი მოწყდა და სასულიერო პირს დაეცა. შემთხვევა ვიდეოჩანაწერის დაახლოებით 27-ე წუთზე მოხდა.


​სასულიერო პირის გარდაცვალება გუაიაკილის არქიეპარქიამ დაადასტურა.


​„გაცნობებთ, რომ ჩვენი ძვირფასი მამა პატრისიო ალფრედო სანჩეს მოლინარი (CSsR), რომელიც მსახურობდა წინამძღვრად ცენტრალური ვიკარიატის მუდმივი შემწეობის ღვთისმშობლის (Perpetuo Socorro) სამრევლოში, მიიცვალა უფლისადმი და გაემგზავრა მამის სახლში, რათა გაიზიაროს მისი დიდება და თანამყოფობა“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.



შოთა გიქოშვილი

 



 

 
 
 

Comments


bottom of page