top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ორი პაპის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი სოდანო, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა



პაპი ფრანცისკე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ლოცულობს 94 წლის, გარდაცვლილი იტალიელი კარდინალის, ანჯელო სოდანოს სულისათვის, რომელიც რომის საავადმყოფოში 27 მაისს გარდაიცვალა.


გარდაცვალების მიზეზი გახდა კორონავირუსით გამოწვეული გართულებები. კარდინალი წმინდა პაპ, იოანე პავლე II–ისა და ბენედიქტე VI–ის პონტიფიკატის პერიოდში სახელმწიფო მდივნისა და კარდინალთა კოლეგიუმის დეკანის პოსტს იკავებდა.


პაპი სამძიმრის წერილში, მადლიერებით იხსენებს კარდინალს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ეკლესიისა და წმინდა საყდრის მსახურებაში. იგი 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვატიკანის დიპლომატიურ მისიას საერთაშორისო ასპარეზზე. წმინდა მამამ კარდინალს “სახარების საფუარის ყველგან გავრცელების სურვილით მოცული, მოსიყვარულე მწყემსი” უწოდა.


პაპი ფრანცისკე ლოცულობს, რათა გულმოწყალე მამამ მიიღოს იგი თავის მარადიულ დიდებაში. იგი გამოხატავს სიახლოვეს კარდინალის ახლობლების მიმართ. აკურთხებს მათსამოციქულო კურთხევით და მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც ბოლო წლებში სიყვარულით ეხმარებოდა კარდინალს.


ანჯელო სოდანო დაიბადა 1927 წლის 23 ნოემბერს, პიემონტეს ქალაქ, იზოლა – დ ასტი–ში. მან განათლება ადგილობრივი ეპარქიის სასულიერო სემინარიაში მიიღო, სადოქტორო ხარისხი კი ღვთისმეტყველებასა და კანონიკურ სამართალში დაიცვა, პაპის გრიგორიანულ უნივერსიტეტში. 1950 წელს იგი მღვდლად ეკურთხა.


ასწავლიდა დოგმატურ ღვთისმეტყველებას და სტუდენტებთან დაკავებული იყო პასტორალური საქმიანობით. ხელდასხმიდან 9 წლის შემდეგ, მღვდელი სოდანო მიწვეულ იყო წმინდა საყდარში მსახურების გასაგრძელებლად.


იგი იყო მდივანი სამოციქულო ნუნციატურებში ურუგვაიში, ეკვადორსა და ჩილეში. 1968 წელს პრელატი რომს დაუბრუნდა, სადაც ათწლეულები მსახურობდა ეკლესიის საზოგადო საქმეთა საბჭოში.


წმინდა საყდრის მისიასთან ერთად, მან მოილოცა რუმინეთი, უნგრეთი და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.


კარდინალ ანჯელო სოდანოს გარდაცვალების შემდეგ, კარდინალთა კოლეგიუმში არის 208 იერარქი: 117 ამომრჩეველი კარდინალი, ხოლო 91 ხმის უფლების გარეშე.


წყარო: www.vaticannews.va

 შოთა გიქოშვილი

bottom of page