პაპ ლეონ XIV-ის ახალი სამწყსო კვერთხი
- catholic.ge

- 3 days ago
- 3 min read
2026 წლის 6 იანვარს, საიუბილეო წლის დასრულებისას, წმიდა კარის დახურვის ცერემონიაზე, პაპმა ლეონ XIV-მ ახალი სამწყსო კვერთხი გამოიყენა (პასტორალი).

სამწყსო კვერთხი, როგორც ეპისკოპოსის ძალაუფლების სიმბოლო, არასდროს ყოფილა პაპის რეგალიის ნაწილი.
Ferula Pontificalis-ს, იგივე პაპის სამწყემსო კვერთხს, პაპები ადრეული შუა საუკუნეებიდან უკვე იყენებდნენ, როგორც მათი სულიერი და ადმინისტრაციული ძალაუფლების აღმნიშვნელ სიმბოლოს.
მიუხედავად იმისა, რომ კვერთხის ფორმა მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული, სავარაუდოდ, იგი იყო კვერთხი, რომლის ზედა ნაწილი ოლოვდებოდა მარტივი ჯვრით. პაპები ამ ‘ინსიგნიას’ (ნიშანს) იღებდნენ არჩევისთანავე, მაშინ, როდესაც აღსაყდრებოდნენ წმიდა იოანეს ლატერანის ბაზილიკაში.
თუმცა, კვერთხის გამოყენება პაპის ლიტურგიის ნაწილი არასდროს ყოფილა, გარდა გარკვეული შემთხვევებისა, როგორიცაა წმიდა კარის გახსნა – როდესაც კარზე სამჯერ აკაკუნებენ, ან ეკლესიების კურთხევა – როდესაც ლათინურ და ბერძნულ ასოებს იატაკზე გამოსახავს, როგორც ამას რიტუალი მოითხოვს.
1965 წლის 8 დეკემბერს, ვატიკანის მეორე კრების დასკვნით დღეს, პაპმა პავლე VI-მ გამოიყენა ვერცხლის „პასტორალი“, რომელზეც ჯვარცმა იყო გამოსახული. მოქანდაკეს, ლელო სკორცელის, რომელსაც პაპის კვერთხის შექმნა დაევალა, სურდა გამოეხატა მოციქულ პავლეს მოწოდება, რომლის სახელიც პაპმა თავად აირჩია, ყოფილიყო „ჯვარცმული ქრისტეს მოწმე და მქადაგებელი“ (შდრ. 1 კორ. 2:2).

წმიდა პავლე VI-მ, „ფერულას“ (საპაპო კვერთხი ჯვრით) გამოყენებაზე უარი თქვა, თუმცა ლიტურგიკული ცერემონიების დროს, სამწყსო ჯვარს სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებდა, ისევე როგორც მისი მემკვიდრეები.
საზოგადოებას დაამახსოვრდა წმიდა იოანე პავლე II-ის ჟესტი, როდესაც მან მსახურების დასაწყისში სამწყსო ჯვარი აღმართა, რათა ხაზი გაესვა თავისი სწავლების ცენტრის მისათითებლად, რომელიც უკვე გაცხადებული ჰქონდა ქადაგებაში: “გაუღეთ კარი ქრისტეს”.
პაპ ბენედიქტე XVI-ს ასევე სურდა, გამოეყენებინა ოქროს ჯვრით გაფორმებული კვერთხი, რომელსაც ადრე ნეტარი პიუს IX იყენებდა, თუმცა მოგვიანებით მან ნაჩუქარი კვერთხი გამოიყენა, რომელზეც აღდგომის კრავის სიმბოლო და ჯვრის ცენტრში ქრისტეს მონოგრამა იყო გამოსახული, როგორც ჯვრისა და აღდგომის საიდუმლოს ერთიანობის გამოსახულება.
პაპ ლეონ XIV-ის მიერ გამოყენებული ახალი საპაპო კვერთხი მისი წინამორბედების მიერ გამოყენებული კვერთხის გაგრძელებაა, რომელიც აერთიანებს ქრისტეს მიერ ჯვარზე გამოხატული სიყვარულის საიდუმლოს და ევანგელიზაციის მისიას, აღდგომაში მის დიდებულ გამოვლინებასთან.
ამრიგად, საპასექო საიდუმლო, სამოციქულო მისიის გრავიტაციული ცენტრი, კაცობრიობისთვის იმედის წყაროდ იქცევა, რადგან სიკვდილი ვეღარ ბატონობს ადამიანზე, რადგან რაც ქრისტემ საკუთარ თავზე აიღო, გამოისყიდა კიდეც.
ლეონ XIV-ის კვერთხი, რომელიც სკორცელოს ნახატს ასახავს, აღარ წარმოგვიდგენს ჯვარზე მილუსმულ ქრისტეს, არამედ მასზე ქრისტე განდიდებულია სხეულით, მამასთან ამაღლების დროს. როგორც აღმდგარი ქრისტეს გამოცხადებისას, ის თავის მიმდევრებს, ჯვრის ჭრილობებს გამარჯვების მანათობელ ნიშნებად უჩვენებს, რომლებიც ადამიანური ტკივილის წაშლის გარეშე, მას ღვთაებრივი სიცოცხლის გარიჟრაჟად გარდაქმნიან.

თუ საეპისკოპოსო კვერთხი სიმბოლურად გამოხატავს კეთილი მწყემსის კვერთხს, რომელიც სამწყსოს გზას უჩვენებს და ზარმაც ცხვრებს ამხნევებს, ასევე რომელსაც თავად ეპისკოპოსი ეყრდნობა და მიუძღვის სამწყსოს, თუმცა ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, პაპების პრაქტიკაში, საპაპო კვერთხი თავად გახდა პეტრეს მსახურების მოწმობა, რომელიც განამტკიცებს ძმებს საპასექო კერიგმაში.
აღსანიშნავია, რომ პაპმა ლეონ XIV-მ ახალი კვერთხი პირველად იმედის საიუბილე წლის დასასრულს, წმინდა კარის დახურვისას გამოიყენა. ამით თითქოს სიმბოლურად თქვა, რომ არ არსებობს სხვა საფუძველი, გარდა ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტესი, რომელმაც მამის მარჯვნივ ამაღლებით, ჩვენი განდიდებული კაცობრიობით შემოსილმა, განკაცების იგავი დაასრულა.

ამ ნიშნით ხელში, პაპმა სიმბოლურად შეგვახენა, რომ ქრისტეში, კაცობრიობა უკვე ზის მამის მარჯვნივ, სამებასთან ურთიერთობაში და რომ სამყაროს სიბნელე ვერ სძლევს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ნათელს. თუ ამ სიმბოლურ გზავნილს შევავსებთ პაპ ლეონ XIV-ის მიერ არჩეულ და მის სამწყსო კვერთხზე ამოტვიფრული დევიზით: „In illo uno unum“, შეგვიძლია გავიგოთ მისი სწავლების თეოლოგიური ასპექტი, რომელიც დაფუძნებულია ერთიანობასა და თანაზიარებაზე, რაც გვაქცევს ეკლესიად და რომელიც აღსრულდება ყოველ ჯერზე, როდესაც ვეზიარებით ერთ, გატეხილ პურს.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშანი საპაპო ლიტურგიის ნაწილი არ ყოფილა, წმიდა პავლე VI-ის მიერ პაპის კვერთხის გამოყენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაინც ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: თავისი უნიკალურობით – რომელიც მას ეპისკოპოსის კვერთხისგან განასხვავებს – ის გამოხატავს პეტრეს მემკვიდრის მისიას, განამტკიცოს ძმები რწმენაში და წარმართოს ეკლესია სიყვარულით.
შოთა გიქოშვილიწყარო: www.vatican.va









Comments