top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლეონ XIV რობერტ დე ნიროს შეხვედა

7 ნოემბერს, დილით, პაპი ლეონ XIV ამერიკელ მსახიობს, რობერტ დე ნიროს შეხვდა და მცირე დროით ისაუბრა. მსახიობმა წმიდა მამისგან საჩუქრად კრიალოსანი მიიღო.

ამავდროულად, რობერტ დე ნიროს, ვარსკვლავს, რომელიც ასობით ფილმში მონაწილეობდა, რომის მერმა გუალტიერემ ღირსების ჯილდო „ლუპა კაპიტოლინა“ გადასცა.


ree

მიუხედავად პაპის გადატვირუთული განრიგისა, რობერტ დე ნიროსა და პაპ ლეონ XIV-ეს მოკლე აუდიენცია 7 ნოემბერს, ვატიკანის სამოციქულო სასახლეში შედგა.


შევხერდისას, პირველ რიგში ჩანდა ღიმილი. ღიმილი, რომელიც სახეზე დასთამაშებს ადამიანს, როცა ხედავს მეორე სახეს, რომელიც ასჯერ მაინც უნახავს ეკრანსა თუ ჟურნალებში, ახლა კი მას ცოცხლად ხვდება.


შევხერდისას პაპი მსახიობს ინგლისურად მიესალმა: „Good Morning”! “მიხარია თქვენი გაცნობა” - „ჩემთვისაც“ დასძინა მსახიობმა.


ცნობილი მსახიობი, ორჯერ ოსკარის მფლობელი, 82 წლის მსახიობი, ყოველთვის სიამაყით ხაზს უსვამდა, რომ იყო იტალიური წარმომავლობის ამერიკელი.


რომში 48-საათიანი ტურნეს ბოლოს მას სურდა ხელი ჩამოერთვა პაპისთვის, რომელიც მისი თანამემამულეა.


სამოციქულო სასახლეში შედგა მოკლე დიალოგი ინგლისურად, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და პაპმა მსახიობს გადასცა კრიალოსანი.


დე ნიროსთვის ეს იყო ვატიკანის სამოციქულო სასახლის მხატვრული სილამაზით ტკბობა. მან გუშინ, რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან ერთად კამპიდოლიოს აივნიდან გადმოიხედა და მოიხიბლა იმპერიული ფორუმების დიდებულებით.


„რომი ქალაქზე მეტია, ის ცოცხალი ხელოვნების ნიმუშია,“ – უთხრა ვარსკვლავმა ქალაქის პირველ პირს, რომელმაც მას რომის ყველაზე მაღალი ჯილდო “ლუპა კაპიტოლინა” გადასცა.

ლეგენდარული ფილმების გმირი, მათ შორის ფილმისა ნათლია, რომლისთვისაც მსახიობმა სპეციალურად ისწავლა სიცილიური აქცენტი, ჯილდოს მიღებისას ძალიან განიცდიდა:


„აქ, ამ ადგილზე დაჯილდოება, რომელმაც კულტურას, კინოსა და სილამაზის სამყაროს ამდენად ბევრი მისცა, მართლაც ამაღელვებელია. გარდა ამისა, ჩემი ოჯახი წარმოშობით იტალიიდანაა, ამიტომ ეს ჯილდო ჩემთვის განსაკუთრებულ, პირად მნიშვნელობას ატარებს“, - აღნიშნა მსახიობმა დაჯილდოებისას.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი




 

 

 

 

Comments


bottom of page