top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლეონ XIV უპოვრებს სადილზე შეხვდა

ვატიკანში, პავლე VI-ის დარბაზში ღარიბთა მსოფლიო დღე დიდმა ოჯახურმა გარემომ, სიხარულმა და ერთიანობამ მოიცვა. 1300–მა სტუმარმა შეძლო შეკრება სადილზე, რომელსაც ვინჩენციანელთა  ოჯახი მასპინძლობდა.

 

ree

ამით, ერთი დღით, ღარიბებს შეუმსუბუქდათ ყოველდღიური ყოფა,  სიმარტოვე, ავადმყოფობა, უმუშევრობა... ისინი სუფრასთან ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ მძიმე და ყოველდღიურ ისტორიებს.

 

სადილის წინ, ლოცვამდე, წმიდა მამამ უპოვართა მსოფლიო დღეზე ისაუბრა, რომელიც მისმა წინამორბედმა, პაპმა ფრანცისკემ დაადგინა.

 

პაპმა მადლობა გადაუხადა წმიდა ვინცენტი დე პაულის კონგრეგაციის მისიონერ მამებს, რომლებიც მიმდინარე წელს კონგრეგაციის დაარსების 400 წლისთავს აღნიშავენ.

 

ree

სადილზე შეკრებილთა ლოცვები არაერთხელ აღევლინა ძალადობის, ომებისა და შიმშლის მსხვერპლი ადამიანებისთვის. 

 

დღეს, დილის წირვამდე ამავე კონგრეგაციის გენერალმა, მამა ტომას მარვიჩმა პაპ ლეონ XIV - ეს გასაღები აჩუქა, ნიშნად მათი განხორციელებული პროექტებისა –  მათ 13 ქვეყანაში ააშენეს უსახკლაროებისთვის სახლები.

 

წმიდა წირვის შემდეგ, პაპი ღარიბებს შეხვდა ვატიკანის ბაღებში, ლურდის ღვთისმშობლის ქვაბულთან, სადაც მათთვის მომზადებული იყო სადილი.

 

სადილის დაწყებამდე, პაპმა არაერთი კეთილი სურვილი გადასცა მათ, რომლებიც ზრუნავენ უპოვრებზე.

 

უპოვართა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო წმიდა წირვაზე პაპმა ხაზგასმით აღნიშნა: “უპოვარებს რწმენის არსამდე მივყავართ. ისინი ჩვენთვის თავად ქრისტეს სხეული არიან და არა მხოლოდ სოციალური კატეგორია”.


 

 

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page