top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ლოცულობ მთიან ყარაბაღში მშვიდობისათვის

20 სექტემბერს, პაპმა ფრანცისკემ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობის დასადგურებისათვის ილოცა.



წმინდა პეტრეს მოედანზე მყოფი ათასობით მომლოცველისადმი მიმართვისას, რომის ეპისკოპოსმა თქვა:


„გუშინ შემაშფოთებელი ამბავი მივიღე მთიანი ყარაბაღიდან, სამხრეთ კავკასიიდან, სადაც ისედაც კრიტიკულ ჰუმანიტარულ სიტუაციას ახალი, შეიარაღებული შეტაკებები ამძიმებს. დაჟინებით ვთხოვ ყველა ჩართულ მხარეს და საერთაშორისო საზოგადოებას, დადუმდეს იარაღი და ყველა ძალისხმევა გამოიჩინონ მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მოსაძებნად ხალხის საკეთილდღეოდ და ადამიანის ღირსების პატივისცემისათვის”.


სამოციქულო კურთხევამდე პაპმა მოუწოდა მორწმუნეებს:


“ვილოცოთ ასევე მრავალტანჯული საყვარელი უკრაინისათვის”.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


bottom of page