პაპი მსახიობ რობერტო ბენინის შეხვდა
- catholic.ge

- 1 day ago
- 1 min read
4 დეკემბერს, პაპმა ლეონ XIV -მ სამოციქულო სასახლეში უმასპინძლა ცნობილ იტალიელ მსახიობს, რობერტო ბენინის.

მათ ერთობლივად უყურეს ფრაგმენტებს მონოლოგიდან "პეტრე, ადამიანი ქარში", რომელშიც ბენინი მონაწილეობს. ფილმი კინოთეატრში 10 დეკემბერს ჩაეშვება, პრესის წარმომადგენლებისათვის კი პრემიერა რომში, MAXXI-ის მუზეუმში შედგა.
პაპმა ღიმილით შეაქო მსახიობი და უთხრა, რომ მისი მონოლოგი სავსეა სიყვარულითა და მშვენიერებით.
გარდა ამისა, მათ ასევე ისაუბრეს ფილმზე "ცხოვრება მშვენიერია", რომლის მეშვეობითაც, 1999 წელს, ბენინი პირველი ოსკარის მფლობელი გახდა. პაპმა თქვა, რომ ეს ფილმი თავისი ყველაზე საყვარელი ფილმების ოთხეულში დაამატა.
ფილმების გარდა, პაიპ და მსახიობი შეეხნენ „დანტეს ღვთაებრივ კომედიას“ და „წმიდა ავგუსტინეს აღსარებას“.
შოთა გიქოშვილი













Comments