top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ოჯახებს სახარებისეული ღირებულებების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

  • Dec 28, 2025
  • 1 min read

წმიდა ოჯახის დღესასწაულზე, პეტრეს მოედანზე შეკრებილებს პაპმა ლეონ XIV–მ მოუწოდა ილოცონ ომებისგან ტანჯული ოჯახებისათვის, განსაკუთრებით კი ყველაზე ჩაგრულთათვის.

 

„ვილოცოთ ბავშვების, მოხუცებისა და ყველაზე დაუცველებისთვის. ერთად მივენდოთ ნაზარეთის წმიდა ოჯახის შუამდგომლობას“, – თქვა პაპმა.

 

წმიდა მამა დაუბრუნდა ეგვიპტეში გაქცევის ლიტურგიკულ თემას, რომელსაც მათე მახარობელი აღწერს, როგორც „იესოს, მარიამისა და იოსების განსაცდელს“, რომელიც მომაკვდინებელი საფრთხის შემაშფოთებელ ჩრდილქვეშ აყენებს მაცხოვრის შობის კაშკაშა სურათს – „ჰეროდეს ცხოვრება ტანჯვით არის სავსე, ის არის სასტიკი და სისხლისმსმელი კაცი, რომელსაც ეშინია თავისი სისასტიკის გამო, სწორედ ამიტომ არის ის ღრმად მარტოსული და შეპყრობილი დამხობის შიშით“, - დასძენს რომის ეპისკოპოსი.

 

„შობის სიხარული არის ჰეროდეს მუქარის ფორმაშეცვლილი გამოძახილი.

იესოს ასაკის ყველა ბავშვის მოკვლის ბრძანება იმ სინათლის შედეგია, რომელსაც ჰეროდეს გაქვავებულ გულში არ ძალუძს შეაღწიოს.

 

თავის სამეფოში, ღმერთი უდიდეს სასწაულს ახდენს, ასრულებს გამოსყიდვის ყველა უძველეს დაპირებას, მაგრამ ჰეროდეს არ შეუძლია ამის დანახვა, რადგან დაბრმავებულია თავისი ტახტის, სიმდიდრისა და პრივილეგიების დაკარგვის შიშით. ბეთლემში კი სინათლე და სიხარული სუფევდა. ზოგმა მწყემსმა მიიღო ზეციდან უწყება და ადიდებდა ღმერთს ბოსელში, ბაგასთან (შდრ. ლუკა 2:8-20), მაგრამ სამეფო სასახლის ყრუ კედლებში ვერაფერმა შეაღწია, გარდა საფრთხის დამახინჯებული გამოძახილისა, რომელიც ძალადობით უნდა დაედუმებინა.

 


ძალაუფლების მირაჟმა არ უნდა ჩაახშოს ქრისტიანული ოჯახების ხმა

 

პაპმა თანამედროვე ოჯახებს სახარებისეული ღირებულებების შენარჩუნებისკენ მოუწოდა, როგორებიცაა:  ლოცვა, საიდუმლოებებზე დასწრება, ჯანსაღი გრძნობები, გულწრფელი დიალოგი და ერთგულება. იგი ასევე მოუწოდებს ოჯახებს კეთილი სიტყვებისა და ქმედებებისაკენ ყოველდღიურ ცხოვრებაში – „ყოველდღიური ცხოვრება უნდა განვითარდეს, როგორც ტირანიის ძალებისა და თანამედროვეობის ცრუ მითების ანტიდოტი.

 

სამწუხაროდ, სამყაროს ყოველთვის ჰყავდა საკუთარი „ჰეროდეები“ – საკუთარი მითები ნებისმიერ ფასად წარმატების მიღწევისა, დაუფარავი ძალაუფლების, ცარიელი და ზედაპირული კეთილდღეობისა. სამყარო ხშირად იხდის ამისთვის მარტოობის, სასოწარკვეთილების, განხეთქილებებისა და კონფლიქტების საფასურით. ნუ დავუშვებთ, რომ ამ მირაჟმა ქრისტიანულ ოჯახებში სიყვარულის ალი ჩაახშოს“, – თქვა პაპმა.

 

შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page