top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპი ფრანცისკე „ჯვრის გზას“ კვლავ კოლოსეუმში გაუძღვება

გამოქვეყნდა პაპ ფრანცისკეს 2022 წლის აპრილისა და მაისი გეგმა. მასში შედის მალტაში ვიზიტი, წმინდა კვირისა და სააღდგომო ღვთისმსახურებები და კანონიზაციები.



2–3 აპრილს,პაპი ფრანცისკე, რიგით 36–ე სამოციქულო ვიზიტით მალტას ესტუმრება, სადაც საეკლესიო და საერო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლტოლვილებსა და კუნძულის მცხოვრებლებს შეხვდება. რომის ეპისკოპოსი ასევე მოილოცავს წმინდა პავლეს მღვიმეს იმ ბაზილიკაში, რომელიც ინახავს მოციქულის წარმართებთან ერთად გემის ჩაძირვის ხსოვნას,ჩვენი წელთ აღრიცხვით 60 წელს.


10 აპრილს, ბზობის კვირას 10:00 საათზე, ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე პაპი აღასრულებს წმინდა წირვას, ხოლო 14 აპრილს,დიდ ხუთშაბათს,დილით აღავლენს წმინდა წირვას და აკურთხებს მსოფლიოს, ასევე აკურთხებს წმინდა ზეთს ვატიკანის ბაზილიკაში.


დიდ (წითელ) პარასკევს, 17:00 საათზე, წმინდა პეტრეს საკათედრო ტაძარში პაპი აღავლენსუფლის ვნების ლიტურგიას, ხოლო იმავე დღის საღამოს 21:15 საათზე გაუძღვება „ჯვრის გზას“ რომის კოლოსეუმში. აღნიშნული ტრადიცია უკვე 2 წელია, კორონავირუსის პანდემიის გამო, მხოლოდ წმინდა პეტრეს მოედანზე აღევლინება.


დიდი შაბათს, 19:30 საათზე, წმინდა მამა აღავლენს სააღდგომო მწუხრის წმინდა წირვას, ხოლო 17 აპრილს დილით, აღდგომის კვირა დღეს, აღავლენს აღდგომის საზეიმო წმინდა წირვას. ამავე კვირა დღის საღამოს, წმინდა მამა ვატიკანის მთავარი ლოჟიდან ქალაქსა და მსოფლიოს (Urbi et Orbi) საზეიმოდ აკურთხებს.


24 აპრილს, აღდგომის მეორე კვირა დღეს, პაპი ფრანცისკე წარუძღვება ღვთიური გულმოწყალების საზეიმო ლიტურგიას.


15 მაისს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, ვატიკანში, პაპი აღავლენს კანონიზაციის წმინდა მსახურებას, სადაც წმინდანად შერაცხავს 10 ნეტარს, რომელთა შორისაც არის ფრანგი ბერი, შარლ დე ფუკო.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი



bottom of page