პაპის გზავნილი ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისთვის
- catholic.ge

- 3 days ago
- 2 min read
პაპმა ლეონ XIV–მ გაავრცელა გზავნილი, ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების შესახებ, სადაც წმიდა მამა საუბრობს კაცობრიობის ცხოვრებაში სპორტის მნიშვნელობაზე. რომის ეპისკოპოსმა, ომისა და ძალადობისგან განადგურებულ სამყაროში, ადამიანებს ოლიმპიური ზავის დაცვისკენ მოუწოდა.

ზამთრის 25–ე ოლიმპიური თამაშების 6-დან 22 თებერვლამდე, მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში გაიმართება, ხოლო მე–14 პარაოლიმპიური თამაშები – 6-დან 15 მარტს.
რომის ეპისკოპოსი ხაზს უსვამს, რომ ოლიმპიური ზავი, რომელიც დაფუძნებულია საომარი მოქმედებების შეთანხმებულ შეჩერებაზე, იმედის ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება, ასევე იმის წინასწარმეტყველურ ნიშნად, რომ სამყაროს შერიგება შესაძლებელია, განსაკუთრებით კონფლიქტის, „სიკვდილის კულტურის“ გავრცელებისა და ძალადობის ეპოქაში. მისივე თქმით, „ამ ოლიმპიურ პრინციპს შეუძლია დაუპირისპირდეს ძალის, თვითნებობისა და კანონის უგულებელყოფის ლოგიკას, შეახსენოს ხალხებს დიალოგისა და მშვიდობის პირველობაზე“.
ლეონ XIV–მსაზოგადოებას შეახსენა, რომ ეკლესია მუდმივად აღიარებდა სპორტის მნიშვნელოვან როლს საერთო სიკეთის სამსახურსა და მშვიდობის ხელშეწყობაში. „ჭეშმარიტი სპორტი არის შეხვედრებისა და ურთიერთობების სივრცე, ცხოვრების სკოლა, სადაც ადამიანები სწავლობენ საკუთარი საზღვრების აღიარებას, განიცდიან დამარცხებას სასოწარკვეთის გარეშე და გამარჯვებას ამპარტავნების გარეშე, აღმოაჩენენ ცხოვრების სისავსეს, რომელიც იბადება პატივისცემით, ურთიერთობებითა და ერთობლივი გზის სიხარულით".
ამავდროულად, პაპი აფრთხილებს ყველას სპორტულ პრაქტიკაში არსებული დამახინჯებების შესახებ, მიუთითებს დოპინგის საფრთხეებზე, სპორტის ბიზნესად გარდაქმნაზე, შეჯიბრებების პოლიტიკური სარგებლისთვის ექსპლუატაციაზე, გულშემატკივრების ფანატიზმსა და ე.წ. „შედეგების დიქტატურაზე“, რომლის დროსაც, მხოლოდ ის ფასდება, რისი გაზომვაც შესაძლებელია. „ამ პირობებში პიროვნება ქრება და სპორტული შეჯიბრებები კარგავს თავის ეთიკურ საფუძველს“.
პაპი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ინკლუზიურობისა და სოლიდარობის საკითხებზე. იგი ხაზს უსვამს ბავშვების, ქალებისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი სპორტის აუცილებლობას, ასევე პედაგოგებისა და მწვრთნელების მნიშვნელოვან როლს ყველას მიმართ პატივისცემასა და ზრუნვაზე დაფუძნებული გუნდური კულტურის ჩამოყალიბებაში.
რომის ეპისკოპოსი წმიდა საყდრის ოფიციალურ გუნდს, Athletica Vaticana-ს, რომელიც 2018 წელს დაარსდა, შეახსნებეს: “ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ სპორტი ასევე შეიძლება განვიხილოთ, როგორც ეკლესიისთვის მსახურება, განსაკუთრებით კი ყველაზე ღარიბებისა და დაუცველების მიმართ მსახურებაში“.
გზავნილის დასკვნით ნაწილში, ლეონ XIV ხაზს უსვამს სპორტის საგანმანათლებლო და გამაერთიანებელ მისიას, რომელიც შეიძლება გახსდეს შეხვედრის, მშვიდობისა და შერიგების ნამდვილი სივრცე.
შოთა გიქოშვილი









Comments