top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპის ვიზიტი მუსლიმურ ქვეყანა ბაჰრეინში

პირველად ისტორიაში, რომის ეპისკოპოსი ბაჰრეინის სამეფოს ეწვია. მისი სამოციქულო ვიზიტი 3 -დან 6 ნოემბრამდე გაგრძელდება.


ბაჰრეინისსამეფო სპარსეთის ყურის ამავე დასახელების არქიპელაგზე მდებარეობს. იგი აზიის მესამე ყველაზე პატარა ქვეყანაა მალდივისა და სინგაპურის შემდეგ. ბაჰრეინის ოფიციალური რელიგია ისლამია და ბაჰრეინელების უმეტესობა, 70.3% მუსლიმია. უმრავლესობა მუსლიმანებისა არის შიიტი. ქრისტიანობა 14.5%–ით მეორე ყველაზე გავრცელებული რელიგიაა ბაჰრეინში და ორად გაყოფილია: ბაჰრეინელი ქრისტიანები და უცხოელი ქრისტიანები, რომლებიც შეადგენენ უცხოელების უმრავლესობას.


3 ნოემბერს, საღამოს,წმინდა მამის თვითმფრინავი ქალაქ ავალიდან 5 კილომეტრში მდებარე ქალაქ საჰირის ავიაბაზაზე დაეშვა.


მისალმების ცერემონიის შემდეგ, ადგილობრივი ნუნციუს, არქიეპისკოპოს იუჯინ მარტინ ნაჯენტასთან ერთად, რომის ეპისკოპოსი საჰირიში, ჰამად იბნ ისი ალ ხალიფას სამეფო სასახლეში გაემართა. აქ პაპი შეხვდა მონარქს, პრინცს და პრემიერ–მინისტრს. დახურულ შეხვედრაზე, მწვანე დარბაზში,წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი და მისი მოადგილე, სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის საკითხთა მდივანი, სამოციქულო ნუნციუსი და სამოციქულო ნუნციატურის მდივანი იმყოფებოდნენ.


პაპ ფრანცისკეს შეხვედრების განრიგში, იგი შეხვდება სახელმწიფო ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსს.


ბაჯრეინში წასვლის წინ, პაპმა აღნიშნა, რომ ეს იქნება დიალოგის ნიშნით გაერთიანებული ვიზიტი და იგი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის აუცილებელი დაახლოებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისადმი მიძღვნილ ფორუმში. პროგრამის მიხედვით, პაპი შეხვდება ისლამის სასულიერო წარმომადგენლებს.


“გთხოვთ ილოცოთ ჩემთვის, რათა ყოველი შეხვედრა და ყოველი ღონისძიება იყოს ღმერთის სახელით არსებული ძმობისა და მშვიდობის ნაყოფიერი მხარდაჭერის მიზეზი, რაც ასე ძლიერ სჭირდება დღევანდელ მსოფლიოს”, - განაცხადა რომის ეპისკოპოსმა.


სამოციქულო ვიზიტი 6 ნოემბერს დასრულდება.


შოთა გიქოშვილი

bottom of page