top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ იურიდიული პროცედურა დაამტკიცა

არასრულწლოვანთა და დაუცველ მოზარდებზე სექსუალური ძალადობის პრევენციისა და წინააღმდეგობის მიზნით, პაპი ფრანცისკე ეკლესიის ნორმების განახლებულ ვერსიას აქვეყნებს.

თითქმის ოთხწლიანი კვლევის შემდეგ, რომის კურიის განყოფილებებთან და ადგილობრივ ეპისკოპოსებთან კონსულტაციების შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ გამოაქვეყნა „კათოლიკე ეკლესიაში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროცედურის“ საბოლოო ვარიანტი.


25 მარტს გამოქვეყნდა პაპის ეპისტოლეს ახალი გამოცემა Motu Proprio Vos Estis Lux Mundi, რომელიც ძალაში შევა 30 აპრილს. იგი აუქმებს 2019 წლის მაისის გამოცემას და ადასტურებს ეკლესიის სურვილს, გააგრძელოს სექსუალური ძალადობის დანაშაულებებთან ბრძოლა.


კანონმდებლობის ახალ რედაქციაში შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ეხება „მეორე ნაწილს“ – ეპისკოპოსების, მონასტრის წინამძღვრებისა და მღვდელმსახურების პასუხისმგებლობას, რომლებსაც ევალებათ ადგილობრივი ეკლესიის ან პრელატურის ხელმძღვანელობა. მათ ასევე დაემატა „საერო მორწმუნეების” სია, რომლებიც არიან ან იყვნენ წმინდა საყდრის მიერ აღიარებული მორწმუნეთა საერთაშორისო ასოციაციების“ მოდერატორები, [პასუხისმგებელნი არიან] მათი მმართველობის პერიოდში ჩადენილ ქმედებებზე.


ბევრი ცვლილება განხორციელდა, ტექსტის 2019 წლიდან დღემდე დამტკიცებულ სხვა მარეგულირებელ წესებთან დაკავშირებით, Motu Proprio Sacramentorum Sanctitatis Tutela-ის გადასინჯვის მიზნით (წესები შესწორებულია 2021 წელს); კანონიკური სამართლის კოდექსის VI მუხლში შეტანილი ცვლილებებით (რეფორმირებული 2021 წელს) და რომის კურიის Praedicate Evangelium-ის ახალი კონსტიტუციით (გამოქვეყნდა 2022 წელს).


მათ შორისაა ცვლილება „დაუცველ მოზარდებთან“ დაკავშირებით. თუ ადრე საუბარი იყო „არასრულწლოვანთან ან დაუცველ ადამიანთან სექსუალურ ქმედებებზე“, ახალი ვერსია ეხება „დანაშაულს მე-6 მცნების წინააღმდეგ, ჩადენილს არასრულწლოვანიან ქმედუუნარო პირთან, ან დაუცველ ზრდასრულთან მიმართებით“. კიდევ ერთი ცვლილება ეხება იმ პირის დაცვას, რომელმაც შეატყობინა სავარაუდო შეურაცხყოფის შესახებ: მაშინ, როცა ადრე ამბობდნენ, რომ მომხსენებელი არ უნდა იყოს შებოჭილი დუმილის ვალდებულებით, ახლა დაემატა, რომ ეს დაცვა უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ მომხსენებელზე, არამედ „იმ პირზეც, რომელიც აცხადებს, რომ შეურაცხყოფილია ან მოწმის რანგში იმყოფება“. ასევე გაძლიერდა ის ნაწილი, რომელიც მოუწოდებს "კეთილი სახელისა და ყველა მონაწილე პირის კონფიდენციალურობის ლეგიტიმურ დაცვას", ისევე როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციას იმ პირთათვის, ვინც გამოძიების პროცესში პასუხისმგებლობის მოლოდინში არიან.


Vos Estis Lux Mundi-ის ახალი ვერსია განმარტავს, რომ სამოციქულო ადმინისტრაციებმა და ეპარქიებმა უნდა შექმნან „ორგანოები და განყოფილებები“, რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, სადაც მიიღებენ შეტყობინებებს ძალადობის შესახებ (ძველი ტექსტი უფრო ზოგადად საუბრობდა „სტაბილურ სისტემებზე“). ტექსტი ასევე განმარტავს, რომ გამოძიების ჩატარების ამოცანა ეკისრება იმ ადგილობრივ ეპისკოპოსს, სადაც სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტები მოხდა.


როგორც ცნობილია, 2019 წელს მიღებულმა პროცედურებმა ზუსტად განსაზღვრა, თუ როგორ განიხილება მსგავსი დანაშაულის შესახებ შეტყობინებები და უზრუნველყოფს, რომ ეპისკოპოსები და სამონასტრო საკრებულოების წინამძღვრები, ახლა უკვე საერთაშორისო ასოციაციების მოხელე საერო პირები - პასუხისმგებელნი და ვალდებულნი არიან (საყოველთაოდ მიღებული კანონის შესაბამისად) შეატყობინონ იმ დარღვევებზე, რომელთა შესახებაც მათ იცოდნენ.


როგორც წინა ვერსია, ასევე ახალი დოკუმენტი,ეხება არა მხოლოდ შევიწროებასა და ძალადობას ბავშვებისა და მოწყვლადი მოზარდების მიმართ, არამედ ასევე სექსუალური ძალადობის შემთხვევებს უფლებამოსილი პირების ბოროტად გამოყენების შედეგად. მაშასადამე, სამონასტრო საზოგადოებების, ეპისკოპოსებისა და მღვდლების ეს ვალდებულება, „აცნობონ მათთვის ცნობილი შეურაცხყოფის შესახებ“ ასევე მოიცავს სასულიერო პირების მიერ მონაზვნების მიმართ ძალადობის ნებისმიერ შემთხვევას, ასევე სემინარიელების ან ზრდასრული ახალბედების შევიწროების შემთხვევებს.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


bottom of page