top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ფრანცისკემ ათი ღვაწლმოსილი პირი წმინდანად შერაცხა


15 მაისს, ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე, პაპმა ფრანცისკემ წმინდანად შერაცხა ათი ღვაწლმოსილი იტალიიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და ინდოეთიდან. წმ. წირვაზე სხვადასხვა კონტინენტიდან დაახლოებით 50 000მომლოცველი იმყოფებოდა.




წმინდათა გუნდს შეუერთდა ოთხი მონაზონი: მარია დომინიკა მანტოვანი, მარია ფრანცისკა იესოსი, მარია რივიე და მარია იესოსი სანტოკანდალე. ასევე პაპმა წმინდანად შერაცხა ხუთი მღვდელმსახური: შარლ დე ფუკო, ტიტუს ბრანდსმა, ჯუსტინო მაირა რუსსოლინო, ლუიჯი მარია პალაცცოლო და სეზარ დე ბუსი, მათ შორის იყო ინდოელი საერო პირი, ლაზარ დევანსაჰამ პილაი.


ქადაგებაში პაპმა გაიხსენაიესოს სიტყვები, რომელიც წარმოსთქვა მამის სახლში გარდასვლისა და ღალატის ჟამს: “როგორც მე შეგიყვარეთ, ასვე თქვენც შეიყვარეთ ერთმანეთი” (იოან. 13.34). ქრისტემ შეგვიყვარა სრულ თავგანწირვამდე. ეს ასპექტი უნდა დომინირებდეს ჩვენი რწმენის აღიარებისას: „ჩვენ კი არ შეგიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ”.(1იოან. 4,10). მორწმუნის ყოფიერების ცენტრში უნდა იყოს არა წარმატებები, არა დამსახურებები, არა დოქტრინები და არა საქმეები, არამედ უპირობო, უსასყიდლო და ჩვენ მიერ არაფრით დამსახურებული ღმერთის სიყვარული“, – ხაზი გაუსვა პაპ ფრანცისკემ.


„ეს ჭეშმარიტება მოითხოვს ჩვენგან თვით სიწმინდის გაგების განწმენდას, რომელიც ვერ დაშენდება პირად გმირობაზე, რომელსაც ძალუძს საკუთარი თავის უარყოფა, თავგანწირვა ჯილდოს გამო. იყო ქრისტეს მოწაფე და გაჰყვე სიწმინდის გზას, ნიშნავს მივცეთ უფლება ღმერთს გარდაქმნას ჩვენი ცხოვრება თავისი (ღმერთის) სიყვარულის ძალით. სწორედ ამიტომაც იესო ამბობს: “როგორც მე შეგიყვაერთ თქვენ ისევე შეიყვარეთ თქვენც ერთმანეთი”. სანამ ამ აღთქმას დაგვიტოვებდა, ქრისტემ მოწაფეებს ფეხები დაბანა, ამ სიტყვების წარმოთქმით მან საკუთარი თავი განამწესა ხის ჯვარზე“, – თქვა წმინდა მამამ.


„გიყვარდეს – ნიშნავს ემსახურო და თავი გასწირო ისე, რომ საკუთარი ინტერესები არ დააყენო პირველ ადგილზე, ნიშნავს განწმინდო საკუთარი თავი სიხარბისა და მეტოქეობის შხამებისაგან, ნიშნავს ებრძოლო გულგრილობის კიბოს და ეგოცენტრიზმის სიმსივნეს, ნიშნავს გაუზიარო ღმერთისგან ბოძებული ნიჭები და ქარიზმები სხვებს. საჭიროა კონკრეტული კითხვის დასმა: “რას ვაკეთებ სხვებისთვის”? და ვაკეთო ყოველდღიური საქმეები მსახურების სულისკვეთებით, სიყვარულითადა უხმაუროდ, არაფერზე არ გვქონდეს პრეტენზია.


ყოველი ქრისტიანი მოწოდებულია ემსახუროს სახარებასა და მოყვასს, თავისი უნიკალური და განუმეორებელი სიწმინდით, ვინაიდან უფალს აქვს ოცნება სიყვარულის ჩანაფიქრი ყოველი ჩვენგანის მიმართ“, –ამ სიტყვებით დაასრულა პაპმა ქადაგება.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page