top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ფრანცისკემ მაგიდის ფეხბურთი ითამაშა


პაპის საღამოს აუდიენცია ვატიკანში უცნაურად დასრულდა. ტრადიციისამებრ, პონტიფიკი პირადად მიესალმა მონაწილეებს და გადაწყვიტა ერთ–ერთ მორწმუნესთან მაგიდის ფეხბურთი ეთამაშა. ფოტოები ვირუსივით გავრცელდა სოციალურ ქსელებში.



მაგიდის ფეხბურთის თეთრი მაგიდა ვატიკანში, პავლე VI-ის დარბაზში წინასწარ იყო დამონტაჟებული. ნათელი იყო, რომ პაპ ფრანცისკეს სიურპრიზი გაუხარდა და ეს ახალგაზრდული თამაში რამდენიმე წუთით ითამაშა კიდეც.


პაპის თამაშის ფოტო Gazzetta del Sud–მა გამოაქვეყნა სათაურით “ოცნება”. მათი ინფორმაციით, ეს მაგიდა შექმნილია ყველა მსურველისთვის და თამაში შეუძლიათ შშმ პირებსაც, რადგანაც მაგიდის სიმაღლის მომატება ან დაკლება შეიძლება, ისე, რომ ეტლით მოსარგებლეებს პრობლემა არ შეექმნათ.


ამ ფაქტით, პაპმა ფრანცისკემ უკვე მეორედ გადაუხვია წმინდა საყდრის მკაცრ პროტოკოლს:


პირველი შემთხვევისას, კურთხევის შემდეგ, ვატიკანში პაპს ერთ–ერთმა პირმა მობილური ტელეფონი მიაწოდა, რომელზეც მან ათობით მორწმუნის თვალწინ გარკვეული დრო ისაუბრა ვიღაცასთან. ტელეფონზე საუბრის დასრულებისას, მას ტაში დაუკრეს აუდიენციის მონაწილეებმა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ ვის ესაუბრებოდა წმინდა მამა, მან უპასუხა, რომ პირადი საუბარი იყო.


პაპი ფრანცისკე ცნობილია იმითაც, რომ მარტივად შეუძლია გადაუხვიოს გაწერილ პროტოკოლს, რათა გაესაუბროს უბრალო ხალხს, რომლებთანაც უამრავი ვალდებულების გამო იშვიათად უწევს შეხვედრა.


ათდღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, პაპი ფრანცისკე კვლავ აქტიურად არის ჩართული წმინდა საყდრის საქმეებში. ამ შემთხვევით მან კვლავ დაამტკიცა, რომ უბრალო ხალხთან ახლოს ყოფნა სურს.


შოთა გიქოშვილი
bottom of page