top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ფრანცისკემ საავადმყოფოში უკრაინელი ბავშვები მოინახულა



19 მარტს, წმინდა იოსების დღესასწაულზე, პაპი ფრანცისკე “ბამბინო ჯეზუს” პედიატრიულ საავადმყოფოში გაემგზავრა და ის პალატები მოინახულა, სადაც ბოლო დღეებში უკრაინიდან ჩასული ჰოსპიტალიზებული ბავშვები იმყოფებოდნენ.


ამჟამად, საავადმყოფოს პალატაში და პალიდოროს შტაბ-ბინაში 19 უკრაინელი ბავშვია მოთავსებული, ომის დაწყების პირველი დღეებიდან კი აქ მთლიანობაში დაახლოებით ორმოცდაათი მცირეწლოვანი განათავსეს. ისინი სხვადასხვა პათოლოგიის მქონე პაციენტები არიან, რომლებმაც ომის პირველ დღეებში დატოვეს ქვეყანა. ზოგიერთ მათგანს აფეთქებების შედეგად მიღებული აქვს მძიმე დაზიანებები.


პაპმა ფრანცისკემ ყველა პატარა მოინახულა და მოგვიანებით ვატიკანში დაბრუნდა.




წყარო: www.acistampa.com


შოთა გიქოშვილი


bottom of page