top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 6 თვეში ექვსმა მილიონმა ადამიანმა მოინახულა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ხანძარმა დააზიანა და ხუთი წელი მისი რესტავრაცია მიმდინარებოდა, გასული ექვსი თვის განმავლობაში უკვე ექვსმა მილიონმა ადამიანმა მოინახულა. ვარაუდობენ, რომ 2025 წლის ბოლოს, ტაძარს მთლიანობაში 12 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.

 

ree

ხანძრიდან ხუთი წლის შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (ნოტრ–დამი) კარი მომლოცველებისა და დამთვალიერებლებისთვის კვლავ გაიღო. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ფრანგული, გოთიკური არქიტექტურის უნიკალურობით დატკბნენ.


რესტავრირებული ტაძარი 2024 წლის 7 დეკემბერს გაიხსნა. ექვსი თვის შემდეგ, 2025 წლის 30 ივნისის მონაცემებით, იგი 6 015 000-მა ვიზიტორმა მოინახულა.


ფრანგული გამოცემა La Tribune Dimanche-ის ცნობით, საშუალოდ, ყოველდღიურად ტაძარს დაახლოებით 35 000 ადამიანი სტუმრობს.


‘ნოტრ-დამი’ შესაძლოა  საფრანგეთში ყველაზე ნახვადი ძეგლი გახდეს

თუ მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდა, 2025 წლის ბოლომდე „ნოტრ-დამის“ დამთვალიერებელთა რაოდენობამ შესაძლოა 12 მილიონს გადააჭარბოს. ეს მაჩვენებელი არა მხოლოდ გადაასწრებს ხანძრამდე არსებულ წლიურ მონაცემებს — როცა ტაძარს დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი სტუმრობდა — არამედ შესაძლოა პირველი ადგილი ჩამოართვას ეიფელის კოშკსაც, როგორც საფრანგეთში ყველაზე ხშირად მონახულებად ღირსშესანიშნაობას.

ree

სარესტავრაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ხელახლა გაიხსნა, სარესტავრაციო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ხანძრამდე დაგეგმილი იყო ტაძრის ჰეპტაგონის ფორმის ნაწილზე (chevet), საყრდენ არკებზე (flying buttresses) და ვიოლე-ლე-დიუკის მიერ დაპროექტებულ საკურთხეველზე (sacristy) სარესტავრაციო ჩარევები, რომლებიც კვლავაც განსახორციელებელია.


გარდა ამისა, 2026 წელს დაგეგმილია ახალი, ფერადი ვიტრაჟების დამონტაჟება. ასევე, 2027 წლისთვის განახლდება ტაძრის წინამდებარე მოედანი, გამწვანებული ზონა და შესასვლელი ბილიკი.


თაკო ფეიქრიშვილი

 

Comments


bottom of page