top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ჟურნალისტიკა როგორც მისია


24 ივნისს პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში პირად აუდიენციაზე მიიღო ბიაჯიო ანიეს სახელობის ჟურნალისტიკის საერთაშორისო პრემიის ფონდის დელეგატები.


სტუმრებისადმი მიმართვისას წმინდა მამამ აღნიშნა ჟურნალისტური მუშაობის სამი ინსტრუმენტი, რომლებიც სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოიყენება, თუმცა კვლავ ბევრ რამეს გვასწავლიან.


„წიგნაკი - როგორც ყურადღების, მიმდინარე პროცესების მიმართ თანაგრძნობისა და ჩართულობის სიმბოლო. ჟურნალისტი არასოდეს არ არის ისტორიის გამომთვლელი.


საწერი კალამი - ჟურნალისტს სჭირდება აზრების დასამუშავებლად, წარსულისა და აწმყოს დასაკავშირებლად. ოსტატურად აცოცხლებს დეტალებსა და ფაქტებს, ზედმიწევნით გარდაქმნის მოვლენებს. ჭეშმარიტების ძიება მოითხოვს ინტელექტს;


ბოლოს კი მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროზე სწორი შეხედულების ქონა, სადაც ყალბი სიახლეები, რიტორიკა და სიმართლით მანიპულაცია ხდება.


მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და ხედვა უნდა მომდინარეობდეს გულიდან. სწორედ გულში იბადებიან მართალი სიტყვები, რათა განაბნიონ ჩაკეტილი და განხეთქილებაში მყოფი სამყაროს ჩრდილი და აშენონ უკეთესი ცივილიზაცია. სწორედ ასეთი მიდგომა მოგვეთხოვება ყოველ ჩვენგანს, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკომუნიკაციო საშუალებების თანამშრომლებს, რათა მათ თავიანთი პროფესია აქციონ მისიად“, - აღნიშნა პაპმაფრანცისკემ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page