top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რას ამბობს წმინდა საყდარი პაპის მიერ რუსი ახალგაზრდებისადმი მიმართვაზე

ვატიკანის პრესსამსახურის დირექტორმა, მათეო ბრუნიმ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, რომლებიც 2023 წლის 25 აგვისტოს, სრულიად რუსეთის ახალგაზრდების რიგით მეათე შეხვედრაზე პაპის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს შეეხებოდა.


„მისალმების სიტყვებით, რომლითაც რამდენიმე დღის წინ, სპონტანურად მიმართა პაპმა ახალგაზრდა რუს კათოლიკეებს, პაპს სურდა წაეხალისებინა ახალგაზრდები, შეინარჩუნონ და გააძლიერონ ის, რაც პოზიტიურია დიდ რუსულ კულტურასა და სულიერ მემკვიდრეობაში. წმინდა მამა, რა თქმა უნდა, არ აპირებდა იმპერიალისტური ლოგიკისა და იმ მმართველების შექებას, რომლებიც ახსენა, რათა მიეთითებინა რამდენიმე ისტორიული პერიოდი“, - განმარტა წმინდა საყდრის პრესსამსახურის უფროსმა მათეო ბრუნიმ.


წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

bottom of page