top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რელიგიური ორგანიზაციები ერთმანეთს ჭადრაკში შეეჯიბრნენ

კათოლიკე ეკლესიის წარმომდგენლები ჭადრაკის ინტერრელიგიური ტურნირში მონაწილეობდნენ. ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


4-5 ივლისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ჭადრაკის მეორე გუნდური ჩემპიონატი მოეწყო.

მასში კათოლიკე ეკლესიიდან ოთხი წარმომადგენელი მონაწილეობდა: თემურ ბეგიშვილი, ლალი ჭანტურია, ლევან მჭედლიძე და დავით მარკაროვი.


ინტერრელიგიურ ტურნირი რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით მეორე წელია გაიმართა და მასში ერთმანეთს შეეჯიბრნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაციის, ებრაელთა კავშირის, ბაპტისტური ეკლესიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და ასევე, რელიგიის სააგენტოს გუნდები.


„ჩემპიონატის მიზანია რელიგიურ ორგანიზაციებში, მრევლსა და მომავალ თაობაში ჭადრაკის პოპულარიზაცია. ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად“, – აღნიშნავენ სააგენტოში.


საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:


ტურნირის გამარჯვებული გახდა მუსლიმთა სამმართველოს გუნდი, მეორე ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდმა დაიკავა, ხოლო, მესამე საპრიზო ადგილზე სახარების რწმენის ეკლესიის გუნდი გავიდა.


საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.




 თაკო ფეიქრიშვილი

bottom of page