top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როგორ გამოიყურება პაპის ‘მებადურის ბეჭედი’

წმიდა საყდარმა გამოაქვეყნა „მებადურის ბეჭდის“ ფოტო, რომელიც ერთ-ერთი სიმბოლოა წმიდა მამის, როგორც პეტრეს მსახურების გაგრძელების.



18 მაისს, ამ ბეჭედს ლეონ XIV მისი პონტიფიკატის საზეიმო აღსაყდრებისას მიიღებს.

 

„მებადურის ბეჭედზე“, რომელიც აღსაყდრების დღეს პაპ ლეონ XIV-ს გადაეცემა, გამოსახულია მოციქული პეტრე. მას ერთ ხელში გასაღები უჭირავს, ხოლო მეორეში – ბადე. შიდა მხარეზე დატანილია წმიდა მამის გრავირებული გერბი და წარწერა „ლეონ XIV“.

 

პაპს ბეჭედს მას შემდეგ გადასცემენ, რაც იგი მიიღებს პალიუმს (სპეციალურ სამოსს).  პირველი ათასწლეულიდან მოყოლებული ეს ბეჭედი ასევე ეპისკოპოსის ინსიგნიას (ნიშანი)  წარმოადგენდა.

 

გარდა ამისა, ახალი პაპის მიერ მიღებულ ბეჭედს განსაკუთრებული ღირებულება აქვს, როგორც ბეჭედ - შტამპის, რაც რწმენის დადასტურებას წარმოადგენს. ამოცანას, რომელიც პეტრეს დაევალა თავისი ძმების გასაძლიერებლად. მას „მებადურის ბეჭედს“ უწოდებენ, რადგან პეტრე მეთევზე მოციქულია, რომელმაც იესოს სიტყვა ირწმუნა და  სასწაულებრივად დაჭერილი თევზით სავსე ბადეები ნავიდან ნაპირზე გამოიტანა.

 

ახალ პაპს „მებადურის ბეჭედს“ კარდინალი ეპისკოპოსი გადასცემს. ის ლოცვაში  მოუხმობს ქრისტეს, „ჩვენი სულების მწყემსსა და ეპისკოპოსს“, რომელმაც პეტრეზე, კლდეზე ააშენა ეკლესია, ხოლო პეტრემ იესო აღიარა, როგორც „ცოცხალი ღვთის ძე“.

 

ტექსტი ხაზს უსვამს იმ ურყევ იმედს, რომელიც პეტრემ განიცადა ზღვაში გასვლისა და ბადეების ჩაშვებისას. ეს ასევე არის გახსენება იმისა, რომ ქრისტემ პეტრეს ცათა სასუფევლის გასაღებები ჩააბარა.

 

შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page