top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

როგორ გახდა გად ელმალეჰი კათოლიკე – ფილმი რეალურ ცხოვრებაზე

2022 წლის 16 ნოემბერს კიდევ ერთი რელიგიური ფილმის პრემიერა გაიმართება. მისი სახელწოდებაა: „დარჩი ცოტა ხნით„ (“Reste un Peu”).


ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ებრაული წარმოშობის ფრანგი მსახიობი, გად ელმალეჰია.


ფილმი თავად გად ელმალეჰის რელურ ისტორიას აღწერს, თუ როგორ გახდა იგი კათოლიკე. გარდა ამისა, ფილმში მშობლების როლს გადის ნამდვილიმშობლები ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკმაყოფილო იყვნენ შვილის გადაწყვეტილებით, კათოლიკურ აღმსარებლობის მიღებასთან დაკავშირებით, შვილს მაინც დაუდგნენ გვერდით.


ებრაული წარმოშობის მსახიობმა გაზეთ “Le Figaro” - თან საუბრისას განაცხადა, რომ კათოლიკედ მონათვლის დროსსაკვანძო როლი ითამაშა ქალწულმა მარიამმა და სწორედ ღვთისმშობელი გახდა მისი ყველაზე დიდი სიყვარული. მისივე თქმით, გაოგნებულია იმით, რომ საფრანგეთში კათოლიკეების უმრავლესობა ღიად არ აღიარებს თავის რწმენას.


მსახიობმა აღიარა, რომ ღვთისმშობლის ხატი ჯერ კიდევ ბავშვობაში, ეკლესიაში ნახა და მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვინაიდან ებრაელი იყო განსხვავებული აღმსარებლობით, გად ელმალეჰი არ საუბრობდა იმ შეგრძნებებზე, რომელიც ღვთისმშობელთანგანიცადა და რადგან ეშინოდა ოჯახისა და მისი გარშემომყოფთა რეაქციის.

„არ დავდიოდი ეკლესიებში, რადგან ეს ცოდვად მეთვლებოდა, იყო აკრძალული. მაგრამ როცა ვიყავი 6 – 7 წლის, შევედი ერთ-ერთ ეკლესიაში და ვუთხარი საკუთარ თავს: “აქ ცუდი სულაც არ არის, რატომ მიკრძალავენ შესვლას?”, - ამბობს მსახიობი.



შოთა გიქოშვილი



bottom of page