როდის ამოვა თეთრი ან შავი კვამლი საკვამურიდან
- catholic.ge
- 4 hours ago
- 1 min read
267–ე პაპის ასარჩევად კონკლავი 2025 წლის 7 მაისს, ნაშუადღევს დაიწყო და პირველ კენჭისყრა შავი კვამლით დასრულდა. მას შემდეგ, რაც პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა, პაპის ტახტი ვაკანტური გახდა.

წმიდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, იმ იმედით, რომ ისტორიის მომსწრენი გახდებიან.
კარდინალები ყოველდღიურად ოთხ კენჭისყრას მართავენ: ორი დილით და ორი — შუადღის შემდეგ.
თუ დილის პირველი კენჭისყრის შედეგად ახალი პაპი ვერ აირჩევა, მაშინ დაუყოვნებლივ იმართება მეორე კენჭისყრა. ორივე კენჭისყრის ბიულეტენები ერთად იწვება.
კაპელის საკვამურიდან შავი კვამლის გამოჩენას, შუადღით, რომის დროით, დაახლოებით 12:00 საათზე ელიან (თბილისის დროით – 14:00), თუმცა თუ პაპი დილის პირველივე კენჭისყრაზე აირჩევა, მაშინ თეთრი კვამლი გამოჩნდება – რომის დროით დაახლოებით 10:30 საათის შემდეგ (თბილისის დროით – 12:30 საათის შემდეგ).
იგივე პროცესი მეორდება შუადღის შემდეგ. მცირე შესვენების შემდეგ, კიდევ ორი კენჭისყრა ტარდება. თუ არც ერთი შედეგს არ მოიტანს, კვამლი სავარაუდოდ გამოჩნდება რომის დროით, დაახლოებით საღამოს 7 საათზე (21:00 საათი თბილისის დროით). ხოლო თუ პაპი შუადღის პირველ კენჭისყრაზე აირჩევა, თეთრი კვამლი გამოჩნდება დაახლოებით 5:30-ის შემდეგ (თბილისის დროით 19:30 საათი).
ამგვარად, ხუთშაბათსა და პარასკევს დაკვირვებისათვის ოთხი სავარაუდო დრო არსებობს, როცა კვამლი შეიძლება გამოჩნდეს: დღეში ორჯერ შუადღისას და ორჯერ საღამოს.
კარდინალები მკაცრად რეგულირებულ რეჟიმს მიჰყვებიან კონკლავის განმავლობაში: ყოველი დღე დილას იწყება წმიდა მართას სახლის (Domus Sanctae Marthae) ლიტურგიით, რის შემდეგაც ისინი გადადიან სიქსტეს კაპელაში კენჭისყრისთვის.
კარდინალები სრულიად მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს — არ აქვთ წვდომა ტელეფონებზე, ინტერნეტზე ან მედიაზე.
თანამედროვე კონკლავების ისტორიული საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით სამ დღეს შეადგენს, თუმცა 2005 წელს პაპ ბენედიქტე XVI-ის არჩევას მხოლოდ ორი დღე დასჭირდა.
Comments