top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რომის პაპი ევროკომისიის თავმჯდომარეს შეხვდა


22 მაისს, პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის სამციქულო სასახლეში პირად აუდიენციაზე მიიღო ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლიაიენი.

ვატიკანის პრეს–ცენტრის ინფორმაციით, მხარეებმა გამოხატეს მადლიერება ორმხრივი თანამშრომლობისათვის, რომელიც სამომავლოდ უფრო გაღრმავდება და კვლავ იქნება კონსტრუქციული დიალოგი. ასევე ისაუბრეს ინიციატივებზე, რომლებიც ამოქმედდება წმიდა საყდარსა და ევროპის საბჭოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დადგენიდან ორმოცდაათ წლისთავთან დაკავშირებით.


შეხვედრის დროს მხარეები შეეხნენ კონტინენტის ადამიანურ და სოციალურ განვითარებას, მათ შორის ახლო წარსულში გამართულ კონფერენციას ევროპის მომავლის შესახებ. განიხილეს საერთო ინტერესების მქონე რიგი საკითხები, როგორებიცაა სოციალური შედეგები პანდემიის პერიოდში, მიგრაცია და კლიმატის ცვილელები და ასევე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული ბოლო მოვლენები.


რომის პაპთან საუბრის შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის თავმდჯომარე შეხვდა ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინისა და ვატიკანის საგარეო საქმეთა სკითხების მდივანს აპქიეპისკოპოსს, პოლ რიჩარდ გალაჰერს.


წყარო: www.vaticannews.va

თარგმანი – შოთა გიქოშვილი
bottom of page