top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ფრანცისკემ პატიმრებს 15 000 ნაყინი გაუგზავნა



პაპმა ფრანცისკემ რომის საპატიმროებში მყოფ პატიმრებს 15 000 ნაყინი გაუგზავნა, რადგან „მარადიული ქალაქში“ ზაფხულის სიცხეები გაძლიერდა.


ნაყინი „რეჯინა კოელისა“ და „რებიბიას“ ციხეების პატიმრებმა მიიღეს.


ვატიკანის დეპარტამენტის ინფორმაციით, რომელიც პაპის სახელით, საქველმოქმედო აქციებს ასრულებს, ზაფხულის თვეებში ისინი ცდილობდნენ "მცირე ევანგელური ჟესტის შეესრულებინათ, რომის ციხეებში ათასობით ადამიანის დასახმარებლად და იმედის მისაცემად".


2015 წლის დიდ ხუთშაბათს, რომის პაპმა ფრანცისკემ ტრადიციული ფეხბანვის რიტუალი რებიბიას ციხეში აღასრულა და პატიმრებს ფეხები დაბანა, ხოლო სამი წლის შემდეგ იგივე გააკეთა რეჯინა კოელის ციხის პატიმრებისთვის.


2021 წლის ივნისში რომის პაპმა 20 -მდე პატიმრის ჯგუფი მიიღო თავის რეზიდენციაში. მათ თან ახლდათ ციხის დირექტორი, კაპელანი და ჩინოვნიკები. შეხვედრის შემდეგ ისინი ვატიკანის მუზეუმებში გაემგზავრნენ.


2020 წლის მარტში, იტალიაში კორონავირუსის გავრცელების დაწყებისთანავე, იტალიის მთავრობამ აკრძალა პატიმრებთან ვიზიტი.


რებიბიას ციხის კომპლექსის ზოგიერთი პატიმარი ამ გადაწყვეტილების გამო, პროტესტის ნიშნად აჯანყდა. იტალიის სხვა ციხეების პატიმრებმა დაიწყეს ხანძრის გაჩენა, მძევლების აყვანა და ციხის სამედიცინო კლინიკების დარბევა. სამ დღეში არეულობების შედეგად, ქვეყანაში სულ მცირე 12 პატიმარი დაიღუპა.


პაპის საქველმოქმედო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მსგავსი აქციები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ზაფხულის განმავლობაში რომში სასადილოები და საქველმოქმედო ორგანიზაციები იძულებულნი იყვნენ თავიანთი საქმიანობა შეეზღუდათ: ”ამიტომ, როგორც ეს ყოველწლიურად ხდება, ამ წელსაც უსახლკაროთა მცირე ჯგუფები, ან უპოვართა სახლების მცხოვრებლები, ზღვასა და ტბებში მომუშავეები, შუადღის დასვენებისა და სადილისთვის პიცერიაში წაიყვანეს”.


დეპარტამენტში ამატებენ, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებაც უზრუნველყვეს: „მაგალითად, მხოლოდ აგვისტოში, დეპარტამენტმა მადაგასკარისთვის ტომოგრაფიის აპარატი იყიდა, რომლის ღირებულება დაახლოებით 600,000 აშშ დოლარია, ხოლო აფრიკის სამ უღარიბეს ქვეყანაში, სამედიცინო კლინიკების მომზადება, განახლება ან ახლად აშენება, თითქმის ორი მილიონი ევროთი [2.4 მილიონი აშშ დოლარი] დააფინანსეს.


წყარო – www.catholicnewsagency.com


თაკო ფეიქრიშვილი


bottom of page