top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საგანგებო კონსისტორიუმი ვატიკანში

7 იანვარს, ვატიკანში საგანგებო კონსისტორიუმი გაიხსნა. კარდინალების პაპთან შეხვედრა, წმიდა პეტრეს ბაზილიკაში წმიდა წირვით დაიწყო და 8 იანვარს ასევე საზეიმო დასკვნითი წმიდა წირვით დასრულდა.

 


ეს პაპ ლეონ XIV-ს მიერ მოწვეული პირველი კონსისტორიუმია.

 

 „საგანგებო კონსისტორიუმი“, რომელსაც მსოფლიოს 245 კარდინალიდან 170 დაესწრო, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ვატიკანმა პაპის შესავალი სიტყვა გამოაქვეყნა და ღონისძიების შესახებ გარკვეული დეტალები გაავრცელა.

 

პაპმა გამოსვლაში განმარტა, რომ განსახილველად მომზადებული იყო ოთხი შესაძლო თემა იყო, თუმცა დროის სიმცირის გამო, მხოლოდ ორს განიხილავდნენ. მან საუბარი დაიწყო ნათლისღების ლიტურგიკული ტექსტის ვატიკანის მეორე კრების ტექსტთან შედარებით, შემდეგ კი, ყურადღება გაამახვილა ბენედიქტე XVI-ის ციტატაზე.

 

პირველ დღეს, მონაწილეებმა ბრიტანელი კარდინალის, ტიმოტი რედკლიფის მოსაზრებები მოისმინეს. ეს კარდინალი 2023 და 2024 წლებში სინოდის ორ გლობალურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან პეტრეს მემკვიდრეს მოუწოდა, „მსოფლიოში არსებული გამოწვევების წინაშე“ მარტო არ დარჩეს.

 

 “ეკლესია თავად არის შეძრული საკუთარი გამოწვევების ქარიშხლებით. სექსუალური ძალადობითა და იდეოლოგიური განსხვავებებით”, - განმარტა კარდინალმა.

 

ამის შემდეგ, კარდინალები პაპ პავლე VI-ის დარბაზში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 20 ჯგუფად დაიყვნენ, 9 ჯგუფი შედგებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ეკლესიიდან ჩასული კარდინალ-ამომრჩევლებისგან, ხოლო 11 წარმოადგენდა კურიის კარდინალებსა და 80 წელს გადაცილებულ არაამომრჩევლ კარდინალებს.

 

არჩეული თემები

ჯგუფების წევრებს, დანიშნული თავმჯდომარისა და მდივნის ხელმძღვანელობით,  სამი წუთის განმავლობაში შეეძლოთ. თითოეულ ჯგუფს სთხოვეს, მოსაწვევ წერილში მითითებული ოთხი თემიდან ორი აერჩიათ: - “ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში; წმიდა საყდრის მსახურება კონკრეტული ეკლესიების მიმართ; სინოდი და სინოდურობა; ლიტურგია”.

 

„აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისიისა და სინოდურობის თემებს დაუჭირა მხარი“, - განმარტა წმინდა საყდრის პრესსამსახურის უფროსმა, მატეო ბრუნიმ, დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე.

 

სესიის დასასრულს, პაპი კარდინალებს პაპ პავლე VI-ის დარბაზში შეხვდა და მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა: „დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩემთვისაც“, - თქვა მან.

 

არჩეულ თემებზე საუბრისას, ლეონ XIV-მ ხაზი გაუსვა, რომ მოცემული საკითხები არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც წინააღმდეგობრივი, რადგან ზოგიერთი მათგანი „ერთმანეთს ემიჯნება“. მან კარდინალებს მოუწოდა, ღვთის სიტყვის მოსმენით „განიცადონ და მიიღონ სიახლე ეკლესიაში“.

 

“შეიძლება გაჩნდეს ეჭვები და შიშები, მაგრამ თუ უფალს და მის განგებულებას მივენდობით, შეგვიძლია დიდი საქმეების კეთება და წარმატების მიღწევა. სხვა საკითხები არსაად ქრება. არსებობს ძალიან კონკრეტული კითხვები, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა განვიხილოთ“.

 

მომდევნო კონსისტორიუმი

 

წმიდა საყდრის პრესსამსახურის უფროსმა, მატეო ბრუნიმ, განაცხადა, რომ პაპი ლეონ XIV, 2026 წლის ივნისის ბოლოს, კიდევ ერთ კონსისტორიუმს მოიწვევს. ასევე მისი სურვილია კარდინალების ყოველწლიური საგანგებო კონსისტორიუმი დააორგანიზოს, რომელიც სამიდან ოთხ დღემდე გაგრძელდება.

 

კარდინალების შეხვედრა „Te Deum“- is  ერთობლივი გალობით დასრულდა.

 

 

 

 შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

Comments


bottom of page