top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაცია ბაკურიანში

14–24 აგვისტოს, დაბა ბაკურიანში, საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაცია „ფიმკაპის“ (Fimcap) გენერალური ასამბლეის კრება გაიმართა.  


ree

4 კონტინენტის 60 წარმომადგენელი ათი დღის განმავლობაში მართავდა კონფერენციებს, გეგმავდა სამომავლო თემებს, მუშაობდა ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის, აფასებდა ქსელის მუშაობას და მსჯელობდა ინოვაციებზე.


შეხვედრები გაიხსნა და დაიხურა წმ. წირვით, რომელიც ორგანიზაციის მიწვევითა და თხოვნით აღავლინეს მამა კონსტანტინე აკოფაშვილმა და მამა მერაბ ტატალაშვილმა.

ასამბლეის წარმომდგენლებს შეხვდა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის სხვა სასულიერო და საერო პირები.


სხვადასხვა ქვეყნის 60–მა წარმომადგენელმა მოინახულა რაბათის სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარიც.



კრების განმავლობაში, დრო დაეთმო „საქართველოს კარიტასის“ სემინარს სულიერი კეთილდღეობისა და მხარდაჭერის შესახებ.


საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაცია Fimcap–ს კრების ლოჯისტიკურ საკითხებში დახმარებას უწევდა ქსელის წევრი ორგანიზაცია საქართველოში „ამბრელა“ (Umbrella). ეს ორგანიზაცია Fimcap–ს 2023 წლიდან შეუერთდა.


ორგანიზაცია FIMCAP-ი ოფიციალურად დაარსდა 1962 წლის აპრილში, აღდგომის დღესასწაულზე, რომში გამართულ დიდ მომლოცველობაზე. 


1976 წელს, წმინდა საყდარმა FIMCAP–ი ოფიციალურად აღიარა საერთაშორისო კათოლიკურ ორგანიზაციად. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად მათი რელიგიური საფუძვლისა, იგი ღიაა ყველა ახალგაზრდული ორგანიზაციისთვის, რომელიც იზიარებს მათ ღირებულებებს.



„ფიმკაპის“ მთავარი მიზანია გააერთიანოს, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს წევრი ორგანიზაციები, რათა ისინი დაეხმარონ ახალგაზრდებს განვითარებაში, არაოფიციალური განათლების საშუალებით.


თაკო ფეიქრიშვილი

Comments


bottom of page