top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საიდან იღებს სათავეს ჰელოუინი და ღირს თუ არა მისი აღნიშვნა

ოქტომბრის ბოლოს უამრავი კათოლიკე სვამს კითხვას, რამდენად ღირს ჰელოუინის აღნიშვნა? ამ დღესასწაულის დღევანდელი სახე ქრისტიანობისგან შორსაა და ამიტომ ადამიანებში შიშს იწვევს, თუმცა ბევრს გაუკვირდება თუ გაიგებს, რომ სინამდვილეში ამ დღესასწაულის ფესვები სათავეს ქრისტიანობიდან იღებს.



როგორ? ამაზე მოგიყვებით...


თანამედროვე მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ინგლისურენოვან სამყაროში ჰელოუინის დიდი პოპულარობით სარგებლობს. პატარები, დიდებთან ერთად გამოეწყობიან თავიანთი საყვარელი გმირების, სუპერვარსკვლავების, მოჩვენებების, ვამპირებისა და სხვა საშინელებების კოსტიუმებში, აწყობენ წვეულებებს და დადიან მეზობლებთან ტკბილეულის შესაგროვებლად.


ბევრ ქრისტიან მშობელს ეშინია ამ დღესასწაულის და კითხვას სვამს, შეუძლიათ თუ არაშ ვილებს დართონ ნება მსგავს კოსტიუმირებულ დღესასწაულებში მიიღონ მონაწილეობა? ხომ არ იქნება ეს ეშმაკისა და წარმართული ღმერთების თაყვანისცემა?


ჩვენ ალბათ ყველას გვსმენია, რომ ჰელოუინი არის წარმართული ღმერთების ლეტური ტრუიდული წესი. ეს დღესასწაული განადიდებს ბოროტ ძალებს, დეონებს და სხვა. მისი თავისებურებიდან გამომდინარე, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს მართლაც ასეა. თუმცა იმაზე კამათში, ჰელოუინი ნამდვილად დემონური დღესასწაულია თუ უბრალოდ გასართობი დღესასწაული – იკარგება ჰელოუინის ისტორია, რომელიც შორს დგას სატანისტური წვეულებისგან.


სინამდვილეში, ამ დღესასწაულის ფესვები ქრისტიანულია და უკვე 1300 წელს ითვლის. დიახ. მიუხედავად თანამედროვეობაში არსებული მისი სახეცვლილებისა, ჰელოუინი მოდის შუასაუკუნეების ქრისტიანული ფესვებიდან.


რას ნიშნავს სიტყვა “ჰელოუინი”?


ამ სიტყვის ქრისტიანული მნიშვნელობა მივიწყებულია და ჩაკარგულია თანამედროვე სიტყვაში Halloween, რაც სიტყვასიტყვით ასე იწერება: All - ყველა, hallow - წმინდა, ხოლო ewen - საღამო. ანუ ჰელოუინი ნიშნავს წმინდანთა დღესასწაულის მწუხრს (საღამოს). ამ დღეს, კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს იმ ხალხს, რომლებმაც თავისი მაგალითით სიწმინდე აჩვენეს და ღმერთის სახლის წინაშე არიან.


აქვს თუ არა ჰელოუინს წარმართული ფესვები?


ქრისტიანები ხშირად გამოდიან ჰელოუინის წინააღმდეგ და ამტკიცებენ, რომ ეს დღესასწაული უკავშირდება კელტური ნაყოფიერების ღმერთს – სამაინს. ითვლებოდა, რომ სამაინი იყო წელიწადის დრო, როცა ზებუნებრივ სულებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ ხილულნი და უშუალოდ ეკონტაქტათ ადამიანებთან დედამიწაზე.


ირლანდიისა და ბრიტანეთის ძველი კელტები ნამდვილად აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს 31 ოქტომბერს. ჰელოუინის აღნიშვნაც ოქტომბრის ბოლოს ხდება, ვინაიდან, ნოემბრის დასაწყისში აღინიშნება ყველა წმინდანის დღესასწაული.


წმინდანთა დღესასწაული ადრე აღინიშნებოდა გაზაფხულზე, თუმცა VIII საუკუნეში, რომში, ყველა წმინდანის სახელობის ბაზილიკის კურთხევის შემდეგ, პაპმა გრიგოლIII-მ დღესასწაული 1–ელ ნოემბერს გადმოიტანა.


ადრე, ამ დღესასწაულის მწუხრზე, აუცილებელი იყო ღამისთევა (მარხვა 31 ოქტომბერს).

ეს დღესასწაული მთელი მსოფლიოს კათოლიკე ეკლესიაში სავალდებულო გახადა პაპმა გრიგორი IV-მ. დღესასწაულმა ჩააღწია ირლანდიამდე და ჩაანაცვლა კელტური დღესასწაული. კელტური ტომები ქრისტიანობაზე მოექცნენ წმინდანთა დღის დღესასწაულად გამოცხადებამდე 100 წლით ადრე.


საიდან წარმოიშვა ჰელოუინის წეს–ჩვეულება?


წმინდა ოდილოს დამსახურებით, 998 წელს, 2 ნოემბერს დაწესდა მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ამ დღეს უნდა ელოცათ განსაწმენდელში მყოფი მიცვალებული სულებისათვის. მოგვიანებით, იგი გავრცელდა მთელსეკლესიაში. ამ დღეს კათოლიკეები ლოცულობენ მიცვალებულთათვის (ოჯახის წევრების, მეგობრების, ნათესავებისათვის). გადიან სასაფლაოებზე, რათა მოიგონონ ისინი, რომლებიც უკვე ცოცხალთა შორის არ არიან. უფრო მკაფიო ლიტურგიულ კალენდარულმა აქცენტმა წელიწადის ამ დროისა და გარდაცვალებამ განაპირობა ის, რომ ბევრი ადგილობრივი ტრადიცია, რომლებიც ეძღვნებოდა სიკვდილსა და ზებუნებრივს, შეერწყა ჰელოუინს და სწორედ მათში შეუძლიათ ადამიანებს, რომ დაინახონ წარმართული ნაშთი.


საქმე იმაშია, რომ წარმართული არსიდან დაცლილი ზოგიერთი ელემენტი მაინც ვერ მოშორდა მოქცეული ერების კულტურებს. მაგალითად ისე, როგორც საშობაო ნაძვის ხე სწორედ, რომ ქრისტიანობამდელია და მოდის გემანიკული ტრადიციებიდან, მაგრამ დღეს სულაც არ არის იგი წარმართული. ამასვე უკავშირდება თანამედროვე ჰელოუინის განუყოფელი სიმბოლოს, გოგრის წარმოშობა.


ირლანდიელებს ქრისტიანობაზე მოქცევამდე სწამდათ, რომ ზოგიერთი გარდაცვლილი სულები, წელიწადის იმავე დროს, როცა გარდაიცვალნენ, დაბრუნდებოდნენ, რომ მოენახულებინათ თავიანთი სახლები. ითვლებოდა, რომ შიგნიდან განათებული გოგრა დააფრთხობდა ამ სულებს. შემდგომ გაჩნდა ზღაპარი ძუნწ ჯეკზე, რომელშიც გოგრის დანიშნულება ცოტათი სახეცვლილია. ქრისტიანები კი მასში ხედავენ სინათლის არსს, რომელიც ფანტავს სიბნელეს.


catholic.ge

მომზადებულია Катология–ს მიერ.

Aleteia, America Magazine, Vatican News, Catholic Exchange, Learn Religions – დაყრდნობით.


bottom of page