top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

Rerum Novarum - ეკლესიის ხმა, რომელიც მუდამ ისმის

ჩვენი დროის წინასწარმეტყველური ენციკლიკა



პაპმა ლეონ XIV–მ კარდინალთა კოლეგიასთან პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე, გარკვეულწილად ახსნა, რატომ აირჩია პაპობის სახელად ლეონი.„ამისთვის რამდენიმე მიზეზია,“ – აღნიშნა მან და დაამატა, რომ მთავარი მიზეზი იყო პაპ ნეონ XIII–ს ისტორიული ენციკლიკა Rerum Novarum, სადაც იგი სოციალურ საკითხებს განიხილავს პირველი დიდი ინდუსტრიული რევოლუციის კონტექსტში.“

 

აქედან გამომდინარე, ალბათ საინტერესოა, რა წერია ამ ენციკლიკაში. შესაბამისად, გთავაზობთ Rerum Novarum– ის მიმოხილვას:

 

არსებობს ისეთი დოკუმენტები, რომლებიც უკან დაგაბრუნებს. სწორედ ასეთი დოკუმენტია პაპ ლეონ XIII - ს მიერ 1891 წლის 15 მაისს დაწერილი ენციკლიკა “Rerum Novarum”, სადაც წარმოდგენილია ინდუსტრიული რევოლუციის, მუშების ექსპლუატაციის, სოციალიზმის ზრდისა და მზარდი სიღარიბის საკითხები.  იმ პერიოდში, ეკლესიამ ხმა აიმაღლა და ამის ყველაფრის შესახებ ღიად ისაუბრა. ეს ტექსტი იყო და კვლავაც რჩება სამწყსო სიმამაცის წინასწარმეტყველებად და მოწოდებად სახარებაში ფესვგადგმული სამართლიანობისაკენ.

 

100 წელზე მეტი გავიდა და დღესაც კაცობრიობა ისევ აწყდება მსგავს სოციალურ პრობლემებს, თუმცა უკვე ახალი ფორმებით. არასტაბილური დასაქმება, უკიდურესი უთანასწორობა, უმუშევრობა, უარის თქმის ტენდენცია… აი, რატომ არის ენციკლიკა Rerum Novarum კათოლიკე ეკლესიის სოციალური სწავლების განძი. ეს არის კომპასი, ცოცხალი გზამკვლევი, რომელიც სამყაროს გვანახებს რწმენის თვალითა და ქრისტიანული სულისკვეთებით.

 

  1. ისტორიული კონტექსტი - 1891 წლის მსოფლიო

 

XIX საუკუნე რადიკალური ცვლილებების საუკუნე იყო. ამ პერიოდში დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია, ქალაქებში გაჩნდა ფაბრიკები, თუმცა ამას მოჰყვა არაადამიანური შრომითი დატვირთა და მცირე ჯამაგირი. არასათანადო საცხოვრებელი პირობები და მუშათა კლასის მზარდი მარგინალიზაცია.

 

გაბატონებული ეკონომიკური ლიბერალიზმი მუშახელს მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზე ტოვებდა. მეორეს მხრივ, მარქსისტული სოციალიზმი თავს ახვევდა კლასობრივ დაპირისპირებას და კერძო საკუთრების გაუქმებას, როგორც სამართლიანობის ერთადერთ გზას.

 

სწორედ ამ კონტექსტზე საუბრობდა პაპი ლეონ XIII. „Rerum Novarum” არ არის ლიტერატურული ნაწარმოები, არამედ იგი სამაგისტრო ნაშრომია, რომელიც მიზნად ისახავს გადაარჩინოს ადამიანური ღირსება; განამტკიცოს ეკლესიის, როგორც დედისა და მასწავლებლის ცენტრალური როლი, მათ შორის ურთიერთობების საკითხებშიც.

 

  1. „Rerum Novarum” - კათოლიკე ეკლესიის სოციალური დოქტრინის სინთეზი


სახელწოდება Rerum Novarum პირდაპირ თარგმანში ნიშნავს “ახალი რაღაცები” და მართლაც, თემები, რომლებიც ენციკლიკაშია განხილული, იმ პერიოდში მართლაც ახალი იყო. თუმცა ამ ტექსტში ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ იგი არა მხოლოდ ზუსტი დიაგნოზია, არამედ ასევე ზებუნებრივი ბალანსიც.

 

ლეონ XIII არ ესარჩლება არც ინდივიდუალისტურ ლიბერალიზმს და არც კოლექტიურ სოციალიზმს, იგი საუბრობს მესამე, სიღრმისეულ ქრისტიანულ გზაზე, სადაც ადამიანური ღირსებაა მთავარი და სადაც საერთო სიკეთეები და სოციალური სიყვარული ერთმანეთთან თანხვედრაშია.

 

ა) შრომისა და მუშახელის ღირსება

 

 პაპი განმარტავს, რომ შრომა არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ის არის ადამიანის მოწოდება, ანუ ღვთის შემოქმედ საქმეში მონაწილეობის მიღება, უფლებების შელახვის გარეშე.

 

“შრომა არ უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიკა, ხოლო მუშახელი – მონა, რომელსაც აღიქვამენ, როგორც ნივთს”.

 

      ბ) კერძო საკუთრების უფლება

 

ლეონ XIII იცავს კერძო საკუთრების გაუქმებას, როგორც ბუნებრივ უფლებას, თუმცა აღნიშნავს, რომ კერძო საკუთრება საერთო ქონების ფუნქციას ასრულებს, რომლის მიზანიც არ უნდა იყოს თავისთვის ყოფნა, არამედ უნდა იყოს პიროვნების რეალიზაციისა და სხვებთან სოლიდარობის საშუალება.

 

“ყველას აქვს უფლება ფლობდეს იმას, რაც მისია, მაგრამ რაც შეეხება მის გამოყენებას, არ უნდა იქნას დავიწყებული სხვების საჭიროებები”.

 

 

გ) სახელმწიფოს როლი

 

 ენციკლიკა არ გვთავაზობს იდეალური სახელმწიფოს მოდელს, თუმცა საუბრობს მის, როგორც საერთო სიკეთეების დაცვის გარანტზე.

 

„სახელმწიფო უნდა იცავდეს ყველაზე სუსტებს, უზრუნველყოს სამართლიანობა და შეაჩეროს ეკონომიკური ძალაუფლების გადამეტება“.

 

დ) ეკლესიის როლი

 

ეკლესია არ შემოიფარგლება მხოლოდ ტაძრის კედლებით, იგი აღწევს ისტორიის კედლებში და იგი გარეთ გამოჰყავს. მისი როლი ადამიანის სინდისის ჩამოყალიბება, სამართლიანობის წინა პლანზე წამოწევა, ჩაგრულთა ნუგეშისცემა და მდიდრების პასუხისმგებლობისკენ მოწოდებაა.

 

  1. თეოლოგიური ასპექტი - სამართლიანობის გაუმჯობესებული მოდელი


Rerum Novarum  არა მხოლოდ სოციალური კრიტიკაა, არამედ თეოლოგიური დოკუმენტი, რომელიც მუშახელს იცავს. ლეონ XIII იცავს ღარიბში წარმოჩენილ ქრისტეს ხატებას.

 

“ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რასაც ერთ ჩემს მცირეთაგანს გაუკეთებთ, მე გამიკეთებთ” (მათე. 25, 40).

 

ყოველგვარი უსამართლობა, რომელიც შრომის დროს ვლინდება, არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემაა, არამედ ჭრილობები ქრისტეს სხეულზე. ამიტომ ენციკლიკა გახდა ეკლესიის სოციალური სწავლების საყრდენი. აქედან მომდინარეობს სხვა მრავალი ენციკლიკა: Quadragesimo Anno (1931), Populorum Porgressio (1967), Fratelli Tutti (2020). ყოველი მათგანი ამ სულისკვეთებით დაიწერა.

 

  1. პრაქტიკული რჩევები - როგორ ვიცხოვროთ დღეს Rerum novarum - ით


იმის მიუხედავად, რომ ენციკლიკა 1891 წელს დაიწერა, იგი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. პირიქით, იგი იმ ქრისტიანების ერთ-ერთი გზამკვლევია, რომლებსაც სურთ იყვნენ საფუარი წუთისოფლისა და მუშაკნი ღვთის სასუფევლისა:

 

ა) შრომით ბაზარზე

დაიცავი სამართლიანობა სამუშაო ადგილზე, იბრძოლე ღირსეული ანაზღაურებისათვის, ადამიანური შრომის საათებისათვის, დაიცავი ბალანსი ცხოვრებასა და სამუშაოს შორის.

-        პატივი ეცი კოლეგებსა და მუშახელს. ისინი არა მხოლოდ სამუშაოს შემსრულებლები არიან, არამედ უპირველეს ყოვლისა – ადამიანები. 

-        ნუ გახდები სისტემის ნაწილი, რომელიც ექცევა ექსპლუატაციას, გათიშვასა და დეჰუმანიზაციას.

 

ბ) ეკონომიკაში

 

-        შეაჯამე პასუხისმგებლობები. შეარჩიე ისეთი პროდუქცია, რომელიც არ შელახავს მუშის უფლებებს.

-        ნუ გააღმერთებ ფულს. ისე გამოიყენე სიკეთეები, რომ კი არ იბატონო, არამედ – ემსახურო.

-        მხარი დაუჭირე ადგილობრივ და სოლიდარულ ინიციატივებს, კოოპერატივებს, სამართლიან ვაჭრობას, მცირე, ოჯახურ საწარმოებს.

 

გ)  სამრევლო და საკრებულო ცხოვრებაში

 

-        მხარი დაუჭირე საზოგადოებრივ საქმეებს, სამწყსო გულმოწყალებას, მიგრანტებისა და უმუშევრების სამართლებრივ დახმარებას;

-        შეასწავლეთ ახალგაზრდა მუშებსა და მეწარმეებს ეკლესიის სოციალური სწავლება;

-        თქვენი სამრევლოები უნდა იყოს მასპინძლობის ადგილი, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სისტემამ დაჩაგრა.

 

5. სულიერი და სამწყსო გზამკვლევი: სახარებისეული სამართლიანობით ცხოვრება

 

Rerum Novarum - ით ცხოვრება არ არის უბრალოდ აქტივობა, არამედ ის სულიერი ცხოვრების ხორცშესხმაა, ყოველდღიური ცხოვრების სტილის სახარებასთან შერწყმა. გთავაზობთ ამ სწავლების რამდენიმე საკვანძო საკითხს:

 

ა) ლოცვა და მედიტაცია

 

სანამ რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტ, გაიაზრე, მოუსმინე ღარიბთა ხმას მდუმარებაში, ჰკითხე უფალს, თუ როგორ ებრძოლო ამ უსამართლობას?

 

ბ) განათლება

 

ვერ შეცვლი სამყაროს, თუ მისი არ გესმის. შეისწავლე ეკლესიის სოციალური სწავლება, წაიკითხე Rerum Novarum, გაიღრმავე ცოდნა.

 

გ) პირადი მოვალეობები

 

საკმარის არ არის უსამართლობის კრიტიკა, საჭიროა ადგე სკამიდან და აიღო პირადი ვალდებულება სამსახურში, ოჯახში, სამრევლოსა და საზოგადოებაში. ყველგან შეგიძლია იყო სახარებისა და მშვიდობის საფუარი.

 

დ) ევქარისტიული სულისკვეთება

 

შეუძლებელია მიიღო ქრისტეს სხეული ევქარისტიაში, თუ პატივს არ სცემ შენი ძმის სხეულს. ყოველი წმიდა წირვა გაგზავნის მისიაზე: “მშვიდობით წადი”. დაე, შენი ცხოვრება იყოს ევქარისტია, ევქარისტიის შემდეგ.

 

 

6. Rerum Novarum მომავალში: გამოწვევა ახალი ევანგელიზაციისათვის.

 

დინამიური პოსტმოდერნიზმის, ეკოლოგიური კრიზისის, მასობრივი მიგრაციისა და შრომითი ბაზრის გაციფრულების დროს, Rerum Nomarum უნდა იქნას გააქტიურებული და გაცხადებული წინასწარმეტყველური ძალით. ახალი ევანგელიზაცია ვერ შემოიფარგლება მხოლოდ სულიერი სფეროთი. იგი უნდა ჩასწვდეს უთანასწორობის ფესვებს. ჭეშმარიტი ეკლესია ის ეკლესიაა, რომელიც დგას ღარიბების მხარეს, იცავს მუშახელს, თელავს უსამართლობას და აცხადებს ღვთის სასუფეველს, სადაც აღარ იქნება სიკვდილი, არც ტანჯვა და არც შრომა აღარ იქნება (გამოცხ. 21.4).

 

შეჯამება: Rerum Novarum - სინდისის გამოცდა

 

ეს ენციკლიკა არ არის მხოლოდ საკითხავი მასალა, ის არის ცხოვრების სტილი. ეს არის ჩვენი მთავარი მიდგომა ფულის, შრომისა და მოყვასისადმი. როგორც ვექცევით მათ, რომლებიც გვემსახურებიან? როგორ ვაფასებთ საკუთარ შრომას და სხვების შრომას? როგორ ვიყენებთ ღვთის მიერ ბოძებულ სიკეთეებს?

 

პაპი ლეონ XIII კვლავ გვიმეორებს:

 

“არ არსებობს საკითხის ნამდვილი გადაწყვეტა სახარების გარეშე” (R.N 24).

 

დაე, Rerum Novarum - მა გვაქციოს სამართლიანობის ოსტატებად, სიყვარულის მოწმეებად და ახალი ეკონომიკური წყობის წინასწარმეტყველებად, სადაც მეფობს არა ფული, არამედ ქრისტე. სადაც შრომა არის გზა სიწმინდისკენ და არა მონობისკენ. სადაც ყველას ექნება მაგიდაზე პური და იშრომებს ღვთის შვილის ღირსებით.

 

 შოთა გიქოშვილი

 

 

Название Rerum Novarum означает "о новых вещах". И действительно, вещи, о которых идет речь в статье, являются новыми. Но самое впечатляющее в этом тексте - не только его точный диагноз, но и сверхъестественный баланс. Лев XIlI не выступает ни за индивидуалистический либерализм, ни за коллективистский согализм. Он предлагает третий, глубоко христианский путь, на котором переплетаются человеческое

 

 

 

Название Rerum Novarum означает "о новых вещах". И действительно, вещи, о которых идет речь в статье, являются новыми. Но самое впечатляющее в этом тексте - не только его точный диагноз, но и сверхъестественный баланс. Лев XIlI не выступает ни за индивидуалистический либерализм, ни за коллективистский согализм. Он предлагает третий, глубоко христианский путь, на котором переплетаются человеческое

 

Название Rerum Novarum означает "о новых вещах". И действительно, вещи, о которых идет речь в статье, являются новыми. Но самое впечатляющее в этом тексте - не только его точный диагноз, но и сверхъестественный баланс. Лев XIlI не выступает ни за индивидуалистический либерализм, ни за коллективистский согализм. Он предлагает третий, глубоко христианский путь, на котором переплетаются человеческое

 

 

Название Rerum Novarum означает "о новых вещах". И действительно, вещи, о которых идет речь в статье, являются новыми. Но самое впечатляющее в этом тексте - не только его точный диагноз, но и сверхъестественный баланс. Лев XIlI не выступает ни за индивидуалистический либерализм, ни за коллективистский согализм. Он предлагает третий, глубоко христианский путь, на котором переплетаются человеческое 

Comments


bottom of page