top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სარეაბილიტაციო სტაციონარული განყოფილება კამილიელთა სამედიცინო ცენტრში



27 აპრილს კამილიელთა სამედიცინო ცენტრში სარეაბილიტაციო სტაციონარული განყოფილება გაიხნა, რომლის მთავარი მიზანი პაციენტებისთვის ცხოვრების ხარისხის ამაღლება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების აღდგენაა.


სარეაბილიტაციო სტაციონარულ განყოფილებაში პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურება, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალისგან, რომელთაც განათლება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვთ მიღებული. განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო აპარატურითა და დანადგარებით.


სპეციალისტები ფოკუსირებულნი არიან პაციენტთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე.


პაციენტის განყოფილებაში მოთავსების შემდეგ სპეციალისტთა გუნდი კლინიკურ ხელმძღვანელთან ერთად ატარებს ყველა საჭირო სადიაგნოსტიკო კვლევას და ადგენს პაციენტის ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო გეგმას.


განყოფილებაში ყველა პირობაა შექმნილი პაციენტთა კომფორტულად განთავსებისთვის:


- კომფორტული და სრულად აღჭურვილი ინდივიდუალური პალატები პაციენტებისა და მათი თანმხლები პირებისთვის;

- ინდივიდუალურად მორგებული სარეაბილიტაციო გეგმა და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა;

- ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით ადაპტირებული სამზარეულო, სასადილო და პირადი ჰიგიენის სივრცეები;

- ეზოს ტერიტორიაზე მოსასვენებელი, სპორტული და საბავშვო სივრცეები;

- სამედიცინო ცენტრში არსებული ყველა სადიაგნოსტიკო, ლაბორატორიული და ამბულატორიული სამედიცინო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა.


კამილიელთა სამედიცინო ცენტრი თბილისსა და ახალციხეში მოიცავს, როგორც ამბულატორიულ, ისე სარეაბილიტაციო ცენტრებს.


სარეაბილიტაციო სტაციონარის პროექტი „ეფექტურ და პროფესიულ საქმიანობაში დაბრუნება - ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარული სარეაბილიტაციო განყოფილება“ დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, პოლონეთის დახმარება 2021 წლის ფარგლებში.



კამილიელთა ორდენი საქართველოში
bottom of page