top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სტამბოლში კათოლიკურ ტაძარს თავს დაესხნენ – დაიღუპა ერთი ადამიანი

28 იანვარს დილით, საკვირაო წმინდა წირვისას, სტამბოლის კათოლიკურ ტაძარში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრდა. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, რის შედეგადაც ერთი მორწმუნე დაიღუპა, რამდენიმე კი – დაშავდა.

 



თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში კათოლიკურ ტაძარზე შეიარაღებული პირების თავდასხმისას, ერთი ადამიანი დაღუპა. დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს.

 

სტამბოლის სამოციქულო ვიკარისა და კონსტანტინოპოლის სამოციქულო ადმინისტრატორის, ეპისკოპოს მასიმილიანო პალინუროს თქმით, აღნიშნულ ფაქტს სარჩულად უდევს რელიგიური შეუწყნარებლობა. მან ხელისუფლებას მოუწოდა სამართლიანობა აღადგინონ. 

 

მომხდარს გამოეხმაურა პაპმა ფრანცისკე: „ვგმობ სტამბოლში, წმინდა მარიამის სახელობის კათოლიკურ ტაძარზე, წმინდა წირვის დროს მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა“.

 

ეპისკოპოს პალინუროს თქმით, “28 იანვარს, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, იმ დროს, როცა წმინდა წირვისას ევქარისტიული საგალობელი “წმინდა არს” იგალობებოდა, ორი შეიარაღებული პირი შემოვიდა და რამდენჯერმე გაისროლა. ამაზე ერთ-ერთი მორწმუნეს, რომელსაც სავარაუდოდ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. იგი შეეცადა თავდამსხმელები შეეჩერებინა, რა დროსაც გასროლილი ტყვია მოხვდა და გარდაიცვალა. თავდასხმის კონკრეტული მიზეზები ჯერ-ჯერობით ჩვენთვის უცნობია, თუმცა ვფიქრობთ, რომ თავდასხმა რელიგიურ ფონზე მოხდა“, - განმარტა „ვატიკან ნიუსთან“ საუბრისას ეპისკოპოსმა.

 

საუბრის ბოლოს, ეპისკოპოსმა ღრმა მწუხარება გამოხატა და მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს, ხოლო კათოლიკე მორწმუნეებს მოუწოდა სიფრთხილისაკენ:

 

“ხელისუფლებას გაძლიერებულ დაცვას ვთხოვთ, რათა მორწმუნეებისთვის უსაფრთხოების მაქსიმალურ ზომები იქნას მიღებული. ხშირად ამ ადამიანებს რთული და გრძელი გზების გამოვლა უწევთ, რათა წმინდა წირვაში მიიღონ მონაწილეობა”, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.



 შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

bottom of page