top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უკრაინელები, რუსები, ქართველები და ბელარუსელები მშვიდობისთვის ერთად ილოცებენ

იტალიის ქალაქ ბარში უკრაინელები, რუსები, ქართველები და ბელარუსელები, წმინდა ნიკოლოზის ნეშტთან მშვიდობისათვის ერთად ილოცებენ.



ბარი–ბიტონტოს კათოლიკე არქიეპისკოპოსი, ჯუზეპე სატრიანო და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ვიაჩესლავ ბაჩინი 26 თებერვალს, ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკაში, ამავე წმინდანის სამარხთან ერთად ილოცებენ, რომ დონბასის რეგიონში მშვიდობა დამყარდეს.


მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:


„ამ ადგილზე, სადაც კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთად ლოცულობენ, ისინი საკუთარ თავს მშვიდობასა და ურთიერთპატივისცემაში თანაცხოვრებას ასწავლიან. დაე, მშვიდობისაკენ ეს მოწოდება ხმამაღლა ისმოდეს მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი იმ ადგილებში, სადაც სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანები ერთად ცხოვრობენ. დაე, ეკუმენური სულისკვეთებით გაზიარებულმასურვილმა, ღმერთის წმინდა ხალხისა, რომლებიც ჯერ კიდევ პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო იტანჯებიან, უფრო მეტად გააღვიძოს სინდისი და მათ იპოვონ უკრაინაში არსებული კრიზისიდან დიპლომატიური გზებით გამოსავალი.


ბარი–ბიტონტოს ეკლესია, სადაც წმინდა ეპისკოპოსის, ნიკოლოზის ნეშტი ინახება, განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდის შინაგან მოხმობასა და პასუხისმგებლობას იყოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობის მოწმე“, – ნათქვამია დასკვნით სიტყვაში.


წყარო: bari.repubblica.it

შოთა გიქოშვილი



bottom of page