top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ღვთისგან მოწოდებულნი ვართ, რადგან ვუყვარვართ’ - პაპი


3 აგვისტოს, პორტუგალიაში სამოციქულო ვიზიტისას, პაპმა ფრანცისკემ, მთელი მსოფლიოდან ჩასულახალგაზრდული დღეების მონაწილეებს მიმართა.


“რა მშვენიერია თქვენთან ერთად ყოფნა აქ, ლისაბონში. ეს შეხვედრა არ არის შემთხვევითი. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ყოველი ჩვენგანი მოუხმო ღმერთმა,სახელებით. ჩვენი ცხოვრების მთავარ სიუჟეტად, გარდა ნიჭებისა, ჩვენი მოწოდების ფაქტებია. მოწოდებულნი ვართ, ვინაიდან ვუყვარვართ. ღმერთი მოგიხმობს ყოველდღე, როგორც საყვარელ შვილს, რათა ჩაგვეხუტოს, წაგვახალისოს და ყოველი ჩვენგანი აქციოს უნიკალურ შედევრად”.


“ის მოგვიხმობს სახელებით - ეს არ არის ხატოვანი გამონათქვამი, არამედ არის ღვთის სიტყვა. (ეს.43,1; 2ტიმ. 1,9). თუ ღმერთი სახელით მოგიხმობს, ეს ნიშნავს, რომ შენ მისთვის ნომერი კი არა, პიროვნება ხარ. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ბევრმა იცის დღეს თქვენი სახელი, მაგრამ სახელით არ მოგმართავენ. თქვენი სახელი ცნობილია ბევრისთვის, იგი ასახულია სოციალურ ქსელებში, მას ამუშავებენ ალგორითმები და აერთიანებენ თქვენს სურვილებსა და გემოვნებასთან. ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არა აქვს ყოველი თქვენგანის უნიკალურობასთან, არამედ სარგებელი მოაქვს მარკეტოლოგების კვლევებისთვის. რამდენი მგელი იმალება ყალბი სიკეთის მიღმა და გეუბნებათ, რომ გიცნობენ, მაგრამ არ უყვარხართ; ისინი შთაგაგონებენ, რომ თქვენი სჯერათ, გპირდებიან, რომ ვიღაც გახდებით, მაგრამ როგორც კი დაკარგავენ თქვენ მიმართ ინტერესს, მაშინვე მიგატოვებენ. ეს არის ვირტუალური ილუზია და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ მოვტყუვდეთ, იმიტომ, რომ ბევრი რამ, რაც გვიზიდავს და ბედნიერებას გვიქადის, ბოლოსცარიელი აღმოჩნდება ხოლმე, არაფრის მთქმელი, ყალბი. იესო ასეთი არ არის, ის გენდობათ. მისთვის თქვენ მნიშვნელოვანი ხართ. სწორედ ამიტომ ჩვენ, მისი ეკლესია ვართ მოწოდებულთა საკრებულო. ჩვენ ვინმეზე უკეთესები კი არ ვართ, სულაც არა, მაგრამ მოწოდებულნი ვართ, ვართ ისინი, რომლებმაც სხვებთან ერთად მიიღეს მოწოდების მადლი. ჩვენ ვართ იესოს ძმებისა და დების საკრებულო, ერთი მამის ძეები და ასულები”.


“ეკლესიაში არის ადგილი ყველა ადამიანისათვის, განურჩევლად მათი ასაკისა, ჯანმრთელობისა, სოციალური მდგომარეობისა თუ ცოდვისა. უფალი გვიღებს ისეთებს, როგორებიც ვართ. ქრისტე მოგვიწოდებს ჩვენი ნაკლოვანებებითა და შეზღუდვებით, გვეხმარება წინსვლაში. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, მივენდოთ ღმერთს და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა”, - თქვა წმინდა მამამ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page