top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"შეაჩერეთ ეს სისხლისღვრა" – პაპი ფრანცისკე




საკვირაო წირვის შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა უკრაინაში შეიარაღებული აგრესია შეჩერდეს.


„ ამ კვირაში, ქალაქი, რომელიც მარიამის სახელს ატარებს, მარიუპოლი, გახდა მოწამეობრივი ქალაქი იმ სულისშემძვრელი ომის გამო, რომელიც უკრაინას ანადგურებს. ანადგურებს ბავშვებს, უდანაშაულო და დაუცველ მოქალაქეებს. არ შეიძლება იყოს დამაჯერებელი სტრატეგიული არგუმენტები, ეს შეიარაღებული მიუღებელი აგრესია უნდა შეწყდეს იქამდე, სანამ ქალაქებს სასაფლაოდ გადააქცევს. გულის ტკივილით ვუმატებ ჩემს ხმას უბრალო ხალხის ხმას, რომელიც ღვთის სახელით ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შესმენილ იქნას დაჩაგრულის ძახილი, ბოლო მოეღოს დაბომბვას და თავდასხმებს! დაე, იყოს რეალური, მტკიცე ორიენტირი მოლაპარაკებებზე. დაე, ჰუმანიტარული დერეფნები ეფექტური და უსაფრთხო გახდეს. ღვთის სახელით, გთხოვთ შეაჩერეთ ეს სისხლისღვრა! მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო: მივიღოთ ლტოლვილები, რომლებშიც ქრისტე ცხოვრობს და მადლობა გადაგიხადოთ სოლიდარობის დიდი ქსელის შექმნისთვის. ვთხოვ ყველა ეპარქიასა და სამონასტრო საკრებულოს, გაამრავლონ მშვიდობისთვის ლოცვის წუთები. ღმერთი მთლიანად მშვიდობის ღმერთია და არა ომის ღმერთი. ვინც მხარს უჭერს ძალადობას, ბილწავს ღვთის სახელს. ახლა დუმილში ვილოცოთ მათთვის, ვინც იტანჯება. დაე, ღმერთმა მოაქციოს მათი გული მშვიდობის მტკიცე ნებაზე“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

bottom of page