top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა პოლიკარპეს მოხსენიება – 23 თებერვალი

წმინდა პოლიკარპე (+155) წმინდა იოანე მახარობლის მოწაფე იყო. მან რომში, პაპ ინოკენტისთან ერთად, აღდგომის აღნიშვნის თარიღი დაადგინა. იგი იყო სმირნის ეპისკოპოსი.

 


წმინდა პოლიკარპეს ბრალი დასდეს წარმართული კერპების უგულებელყოფაში. პროკონსული, სტაციუს კოდრადოსი არწმუნებდა უარი ეთქვა თავის რწმენაზე, რაზეც წმიდა პოლიკარპემ უპასუხა: “ოთხმოცდა ექვსი წელია ვემსახურები ქრისტეს, მას ჩემთვის არაფერი ცუდი არ გაუკეთებია და როგორ შემიძლია უარვყო ჩემი მეფე და მაცხოვარი?”

 

პოლიკარპეს კოცონზე დაწვით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და სასჯელი აღასრულეს მოედანზე. რადგანაც მას ცეცხლი არ ეკარებოდა, მახვილის დარტყმით მოკლეს.

 

სამოციქულო ტრადიციის თანახმად, მას ეკუთვნის ეპისტოლე ფილიპელთა მიერ.

 

იკონოგრაფიაში წმინდა პოლიკარპე გამოსახულია, როგორც წამებული ეპისკოპოსი.

 

წყარო: pl.aleteia.org


შოთა გიქოშვილი

 

 

bottom of page