top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა ცეცილიას მოხსენიება – 22 ნოემბერი

Updated: Nov 22, 2022

22 ნოემბერს, კათოლიკე ეკლესია წმინდა ცეცილიას, ორღანისტებისა და მგალობლების მფარველს მოიხსენიებს.

ტრადიციის თანახმად, ცეცილია, კეთილშობილი რომაელი გოგონა, მოწამეობრივად აღესრულა დაახლოებით 230 წელს, ალექსანდრე სევერუსის იმპერატორობისა და ურბან I-ის პაპობის დროს.

მის მოწამეობრივ სიკვდილის ისტორიას ასახავს Passio Sanctae Caeciliae (ვნება წმინდა ცეცილიასი). ეს არის უფრო ლიტერატურული, ვიდრე ისტორიული ტექსტი, რომელიც ხასიათდება ძლიერი ლეგენდური კონოტაციით.


ტექსტის თანახმად, ცეცილიას ათხოვებენ პატრიციონ ვალერიანოზე, იგი ქორწილის დღეს აცხადებს, რომ ქრისტიანობა მიიღო და მარადიული ქალწულობის აღთქმა დადო. ვალერიანი თანახმაა პაპ ურბან I-ის მიერ ფარულად მიიღოს ფორმაცია და მოინათლოს. ცოტა ხანში მისი ძმა ტიბურციო ასევე იღებს ქრისტიანობას. ორი ძმა მალევე დააკავეს პრეფექტის ტურციო ალმაციოს ბრძანებით და წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს მასიმოსთან ერთად, ოფიცერთან, რომელსაც ჰქონდა მათი ციხეში გადაყვანის ბრძანება და რომელიც გზაში მოიქცა ქრისტიანობაზე.


ამის შემდეგ, ალმაციო გადაწყვეტს სესილიას მოკვლასაც, მაგრამ ახალგაზრდა ქრისტიანის ავტორიტეტის გათვალისწინებით საჯარო სიკვდილით დასჯის შედეგების ეშინოდა. მას შემდეგ, რაც მას საბოლოო განაჩენი წარუდგინა, ის თავის სახლში დააბრუნა და უბრძანა, რომ გამოეკეტათ. მიიყვანეს ძალიან მაღალი ტემპერატურით, რითაც ნელ–ნელა განვითარდა ასფიქსია და სიკვდილი, დღე-ღამის შემდეგ მცველები სასწაულებრივად პოულობენ მას ცოცხალ, ზეციურ ნამში მოცულს. ამის შემდეგ ალმაციო ბრძანებს მისი თავის მოკვეთას, მაგრამ, თავის არეში მიყენებული სამი ძლიერი დარტყმის მიუხედავად, ჯალათმა ვერ შეძლო მისი თავის მოკვეთა.


ცეცილია გარდაიცვალა სამი დღის აგონიის შემდეგ, რომლის დროსაც მან მთელი თავისი ქონება დაურიგა ღარიბებს, სახლი კი დაუტოვა ეკლესიას. იგი სიტყვის წარმოთქმის გარეშე, თითებით აგრძელებს ერთარს და სამსახოვანი ღმერთის რწმენას, როგორც ეს მადერნომ გამოძერწა. მისი სახელობის ბაზილიკის ცენტრალური საკურთხევლის ქვეშ დაცულ ცნობილ ქანდაკებაში.


ლეგენდა აურეა, ჰაგიოგრაფიული შუასაუკუნეების ბიოგრაფიული კრებული, რომელიც შედგენილია დომინიკელი იაკობო და ვარაგინეს მიერ ლათინურ ენაზე, რომელშიც ვნების მრავალი ნარატიული ელემენტია შერეული, მოგვითხრობს, რომ პაპი ურბან I–მა ზოგიერთი დიაკვნის დახმარებით, დაკრძალა ახალგაზრდა ქალის. ცხედარი კალისტოს კატაკომბებში, პაპების საძვალის მახლობლად საპატიო ადგილას დაკრძლეს. 821 წელს პაპმა პასკალ I-მა, წმინდანის დიდმა ერთგულმა, მოიხსენია როგორც ქალწული ცეცილია, რომელიც მუდამ გულით ატარებდა ქრისტეს სახარება, გადაასვენა მისი წმინდა ნაწილები მის მიერ აშენებულ წმინდა ცეცილიას ბაზილიკის საძვალეში.


აშკარა კავშირი წმინდა ცეცილიასა და მუსიკას შორის დადასტურებულია გვიანი შუა საუკუნეებიდან. წმინდა ცეცილიას ექსტაზი, რაფაელის შედევრი ბოლონიის სან ჯოვანის ეკლესიისთვის, რომელიც გამოსახა ფეხებთან ორღანით და სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტებით ხელში, რომაელი მოწამის კავშირს მუსიკით, რომელიც მფარველი. მუსიკოსებისა 1584 წელს რომში დაარსებულ მუსიკალურ აკადეიას ეწოდა წმინდა ცეცილიას სახელი.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი


bottom of page