top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘ხელი მოვაწერე გადადგომის დოკუმენტს, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში’- პაპი

ესპანურ გაზეთთან ABC ინტერვიუში პაპმა ფრანცისკემ ისაუბრა, რომ თავისი პონტიფიკატობის დასაწყისში, იმდროინდელ სახელმწიფო მდივანს, კარდინალ ბერტონს გადასცა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ მის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, დაკავებული პოსტიდან გადადგებოდა. იგივე გააკეთა პაპმა პავლე VI - მ.


“ხელი მოვაწერე ჩემს შესაძლო გადადგომის დოკუმენტს. ეს იყო ჯერ კიდევ, იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის, კარდინალ ტარჩიზიო ბერტონის დროს. მე ხელი მოვაწერე გადადგომის დოკუმენტს და ვუთხარი: „ჯანმრთელობით გამოწვეული წინააღმდეგობის ან სხვა მსგავსი ტიპის პრობლემის შემთხვევაში, აი, ჩემი წერილი,შესაძლო გადადგომის შესახებ, თქვენ გაბარებთ“. მე არ ვიცი ვის გადასცა ბერტონემ წერილი, მაგრამ მე მას მივეცი წერილი მაშინ, როცა ის სახელმწიფო მდივანი იყო”, – განმარტა პაპმა.


ჟურნალისტების კითხვაზე, სურდა თუ არა პაპს, რომ მისი წერილის შესახებ საზოგადოებას სცოდნოდა, პაპმა უპასუხა: “სწორედ ამიტომ გიყვებით ამის შესახებ თქვენ. პაპმა პავლე VI-მ, და სავარაუდოდ პაპმა პიუს XII-მაც იგივე გააკეთეს. მე ამის შესახებ პირველად ვსაუბრობ. ახლა, შეიძლება ვინმე წავიდეს პერტონესთან და უთხრას, მომეცი ეგ წერილიო… რა თმა უნდა, მან გადასცა წერილი ახალ სახელმწიფო მდივანს”, – განმარტა პაპმა მედიასთან.


წყარო: www.vaticannews.va



შოთა გიქოშვილი

bottom of page