top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ხმელთაშუაზღვისპირეთის შეხვედრა – ახალგაზრდები სამომავლო გეგმებისთვის

საფრანგეთში, ქალაქ მარსელში სხვადასხვა ეროვნების და რელიგიური კუთვნილების ახალგაზრდების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას იღებს საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის წარმომადგენელი, პავლე ხითაროვი და ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.


შეხვედრა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების წარმომადგენელთათვისაა განკუთვნილი. მისი მიზანია ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარონ აზრები და გამოცდილება რეგიონის გამოწვევებსა და რესურსებზე. ეს არის დისკუსიების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს გზების ძიებას, რათა შევქმნათ „საცხოვრებლად უკეთესი სამყარო“.


22-23 სექტემბერს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად მარსელში, პაპ ფრანცისკეს ელოდებიან.


„საერთო შეხვედრაზე იმყოფებიან ახალგაზრდები მაროკოდან, ალჟირიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, წმინდა მიწიდან. ასევე არიან რეგიონის მიღმა ქვეყნებიდანაც, როგორიცაა, მაგალითად, პავლე საქართველოდან - ხმელთაშუაზღვისპირეთიდან შორს, მაგრამ შავ ზღვიდან – ახლო ქვეყნიდან, თუმცა მასაც იგივე გლობალიზაციის პერსპექტივა, და ძმობის ერთნაირი სურვილი აქვს, მიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხზე“, – წერს ვატიკან ნიუსი.


შეხვედრაზე კათოლიკეებთან ერთად იმყოფებიან, სხვა ქრისტიანული კონფესიების მორწმუნეები, ასევემუსლიმები და იუდეველები.


17 სექტემბერს, შეხვედრის დაწყებისთანავე, ახალგაზრდები ჯგუფებად დაიყვნენ,რათა ერთობლივად განეხილათ რესურსები და პრობლემები, რომლებიც ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონშია, ამავდროულად, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ აზრები და იდეები.


Vatican News -თან საუბრისას, ჯორჯიაბაზილემ განმარტა, რომ ამ შეხვედრაზე მონაწილეობს, რათა იყოს სამსახურის ძიებაში მყოფი მილიონობით ახალგაზრდის ხმა.


ჯორჯია მუშაობს კათოლიკურ პროექტში: “Progetto Policoro”, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და დასაქმებას. „აუცილებელია გაერთიანება, რათა ვიქცეთ ერთ,ხმელთაშუაზღვისპირეთის ერად“, - განმარტა ჯორჯიამ.


მისივე თქმით, გასული წლების ხმელთაშუაზღვისპირეთის შეხვედრებმა აჩვენა, რომ ასეთი შეხვედრების მთავარი მიზანი საერთო ენის გამონახვა იყო. „აქ, მარსელში, ქალაქში, რომელიც არის კულტურისა და რელიგიის გზაჯვარედინი, ძირითადი პრობლემები, რომლებსაც გადავაწყდებით, მიგრანტების ინტეგრაცია, მათი მიღება და გარემოს დაცვაა“.


„ხმელთაშუაზღვისპირეთმა ხმა უნდა აიმაღლოს“ ,- განაცხადა ჯორჯიამ და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში ახალგაზრდები შეიმუშავებენ ინტეგრაციისა და მშვიდობისაკენ მიმავალი გზების პრინციპებს.


საქართველოდან ჩამოსული პავლესთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მოსმენა და ცოდნაა იმისა, თუ რა ხდება ხმელთაშუაზღვისპირეთში, არამედ ასევე თავისი გამოცდილების გაზიარება ქართველი თანატოლებისათვის.


კლარა სირიიდან, გამოთქვამს სურვილს წარმოაჩინოს სირიელი ახალგაზრდები და მოახდინოს მსოფლიოზე კარგი შთაბეჭდილება: “ჩვენ კარგი ადამიანები ვართ, განათლებულები და იმედს ვიტოვებ, რომ კარგ იდეებს მოგაწვდით”.


ჯოვანი, რომელიც ჩრდილოეთ სიცილიის კუნძულიდანაა (იტალია), იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყოველი ადამიანი თავისი ინდივიდუალურობითა და ისტორიით შეძლებს წვლილის შეტანას საერთო დიალოგში, რომელიც დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში მთელს ხმელთაშუაზღვის რეგიონს.


„მე ვცხოვრობ სიცილიაში, მიწაზე, რომელიც ხშირად არის ნავსაყუდელი იმ უამრავი ადამიანისა, რომლებიც ჩამოდიან უკეთესი ცხოვრების საძიებლად, აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ ხანგრძლივი გადაწყვეტილებები საერთო სიკეთისათვის“.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი



bottom of page