top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ხუთი საინტერესო ფაქტი წმინდა იოანე ბოსკოს შესახებ


გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს წმინდა იოანე ბოსკოს ცხოვრებიდან.


1. იგი ოცნებობდა ინდოეთში მისიონერობაზე

მღვდლად კურთხევიდან იოანე ბოსკო ინდოეთში მისიაზე წასვლაზე ოცნებობდა, მაგრამ უფრო დიდმა სურვილმა – დახმარებოდა გაჭირვებულ ახალგაზრდებს – აიძულა თავის ქვეყანაში დარჩენილიყო.


2. მან შექმნა აღმზრდელობითი მეთოდი

მას შემდეგ, რაც იოანე ბოსკომ დაიწყო ახალგაზრდების დახმარება, გადაწყვიტა, რომ განათლება გამოეყენებინა ევანგელიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს იარაღად. მართლაც, რომ განათლება იყო მისი უდიდესი მისია და შექმნა პრევენციული სისტემა.


3. იოანე ბოსკოს ცხოვრება გამორჩეული იყო ხილვებით

სალელთა ორდენის დამაარსებელმა წმინდანმა ღმერთისგან წმინდა იოსების მსგავსი მადლი მიიღო. მას სიზმარშიწინასწარმეტყველური ხილვები ჰქონდა.


4. წმინდა იოანე ბოსკო ქალაქ ბრაზილიის მფარველია

წმინდა იოანე ბოსკოს ერთ-ერთი წინასწარმეტყველური ხილვა ეხება ბრაზილიის დედაქალაქს.ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგიქალაქი არ იყო. ამ ხილვის მიხედვით, იოანე ბოსკომ დეტალურად აღწერა ის ადგილი, რომელიც იხილა. შემდგომ, უკვე 1960 წლის 21 აპრილს დაარსდა ქალაქი, ხოლო წმინდანი გამოცხადდა ამ ქალაქის მფარველად.


5. ახალგაზრდების მფარველი წმინდანი

წმინდა იოანე ბოსკომ თავისი ცხოვრება ღარიბი ახალგაზრდების მსახურებას მიუძღვნა. მისი საქმიანობა იყო სიყვარულითა და ახალგაზრდებთან სიახლოვით განმსჭვალული. წმინდა პაპმა, იოანე პავლე II - მ იგი “ახალგაზრდების მამად და მასწავლებლად” გამოაცხადა.


შოთა გიქოშვილი





bottom of page