top of page


პეტრე ტო როტი: პაპუა-ახალი გვინეის პირველი წმინდანი
პეტრე ტო როტი პირველი წმინდანია პაპუა-ახალი გვინეიდან. იგი იმ ოჯახიდან იყო, რომელიც ადგილობრივ ქრისტიანთა პირველ თაობას მიეკუთვნებოდა. ის იცავდა ქორწინების სიწმინდეს და ფარულად ეწეოდა სამწყსო საქმიანობას, რასაც, საბოლოოდ, საკუთარი სიცოცხლე შესწირა. პეტრე ტო როტი 1912 წელს, კუნძულ ახალ ბრიტანეთზე, სოფელ რაკუნაიში დაიბადა. მისმა მშობლებმა ნათლობა XIX საუკუნის ბოლოს მიიღეს, თავად პეტრე კი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმოსაობითა და წმინდა ავგუსტინეს მისიის ცხოვრებაში აქტიური მონ
Jul 8


ღვთისმსახურებაში განვლილი 35 წელი
მიმდინარე წლის ივნისში, მღვდლად ხელდასხმის 35 წელი შეუსრულდა სამხრეთ კავკასიაში ლათინური წესის კათოლიკე ეკლესიის მღვდელმსახურს, მამა იეჟი პილუსს. 29 წელია, რაც მას სამხრეთ კავკასიის სხვადასხვა საკრებულოში უწევს მსახურება; ამ წლების განმავლობაში მან, თავისი დაუღალავი საქმიანობით, წარუშლელი კვალი დატოვა ყველგან და სამართლიანადაც დაიმსახურა მორწმუნეთა სიყვარული. მე საშუალება მქონდა, პირადად გავცნობოდი მამა იეჟის, დამეფასებინა მისი ამაგი და დაუღალავი შრომისმოყვარეობა, უბრალოება დ
Jul 6


რატომ განკვეთა ვატიკანმა ეკლესიიდან 6 ეპისკოპოსი – ქრონოლოგია
შვეიცარიაში, „წმინდა პიუს X-ის სამღვდელო საძმოს“ რეზიდენციაში, ორი ეპისკოპოსის: დე გალარეტასა და ფელეს წინამძღოლობით გაიმართა ეპისკოპოსთა კურთხევის ცერემონია, რომელზეც მათ პაპის ნებართვა არ ჰქონდათ. ეს ორი ეპისკოპოსი და ასევე მათ მიერ ნაკურთხი 4 ახალი ეპისკოპოსი კათოლიკე ეკლესიამ განკვეთა. „ეს ისტორიული დღეა - ამ აქტისთვის შესაძლო სასჯელებს ან სანქციებს ჩვენთვის არანაირი ფასი არ აქვს“, – ასე განაცხადა საძმოს წინამძღოლმა, პალიარანიმ 1–ელ ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ეკონში მაშინ,
Jul 3
ახალი ამბები
bottom of page

