top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

25 მარტს, კათოლიკე ეკლესიაში ხარების დღესასწაულია. ტაძრებში წმ. წირვა აღევლინება. უფლის ხარება ერთ -ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა წმინდა წერილში. მისი წყალობით შეგვიძლია დავტკბეთ ღვთის დიდი მადლით, რომელმაც მოგვივლინა თავისი ძე, ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად.

ხარების დღესასწაული დიდი ხნის განმავლობაში ოფიციალურად დადგენილი არ იყო. აღმოსავლურმა ეკლესიებმა მისი აღნიშვნა V საუკუნეში დაიწყეს, ხოლო კათოლიკე ეკლესიამ VII საუკუნეში. თავდაპირველად, მთავარი აქცენტი გაკეთდა ქრისტეს პიროვნებაზე, რომელიც განკაცდა ხარების დროს, ამიტომ ამ დღეს, უფლის ხორცშესხმას სცემდნენ თაყვანს.


მოგვიანებით, ამ დღესასწაულმა მიიღო უფრო მეტად მარიანული ხასიათი და დღესასწაულზე პატივს მიაგებდნენ ღვთისმშობელს, როგორც ღვთის ჩანაფიქრის განმახორციელებელს. სწორედ მის სახელზე აშენდა IV საუკუნეში ხარების ტაძარი. ტერიტორია სადაც ტაძარი დგას, ის ადგილი უნდა ყოფილიყო, სადაც ოდესღაც მარიამის სახლი იყო.


ხარებამ შექმნა ორი სპეციალური ლოცვა, რომელიც დაკავშირებულია გაბრიელის მიერ მარიამისთვის გამოცხადებულ ამბავთან. ეს არის ე.წ. "AVE MARIA" („გიხაროდენი“) და "ანგელოზის ლოცვა".


პირველი მათგანი, "გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ", განსაკუთრებით „სავარდის“ წყალობით გავრცელდა. მორწმუნეები ამ ლოცვას 150–ჯერი მეორებენ.


მეორე – "ანგელოზის ლოცვა" კი, შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს; დილის, შუადღისა და საღამოს საათებში ისმოდა ზარების სამჯერ რეკვა, რისი წყალობითაც ადამიანებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საათი, შეეძლოთ გაეგოთ რომელი საათი იყო. რადგან ანგელოზის ეს ლოცვა კონკრეტულ საათებში იკითხებოდა.


უფლის ხარების დღესასწაული 25 მარტს, იესოს შობამდე ზუსტად ცხრა თვით ადრე აღინიშნება. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი აცხადებს, რომ ეს თარიღი არ არის დაკავშირებული შობის თარიღის ცხრათვიან ინტერვალთან. მათი მოსაზრებით, ძველად მარტისა და აპრილის შემობრუნება იყო ძალიან სპეციფიკური პერიოდი, რადგან ის ასოცირდებოდა პასექთან და შესაბამისად, ახალი ცხოვრების დასაწყისთან. ამ მიზეზით, ხარების დღესასწაული იმ დროს ასახავდა ქრისტეს განკაცებას დედამიწაზე.


ტერმინი „ხარება“ განიმარტება, როგორც მთავარანგელოზ გაბრიელის ვიზიტი მარიამთან, რომელმაც ამცნოს მას ამბავი, რომ არჩეული იყო ღვთის დედად.


მარიამმა ეს ამბავი რომ გაიგო, ნაზარეთში, თავის სახლში იმყოფებოდა. ანგელოზის იდუმალი ფიგურის დანახვისას შეეშინდა, რადგან არ იცოდა მისი გამოცხადების მიზეზი. მთავარანგელოზმა გაბრიელმა დაამშვიდა ქალი და განუმარტა, რომ იგი მრავალ დედათა შორის არჩეულია ღვთის დიდი საქმის შესასრულებლად: მან უნდა შვას მესია (მხსნელი).


ამ სიტყვებზე მარიამს კიდევ უფრო შეეშინდა, რადგან ჯერ ქმარი არ ჰყავდა. ანგელოზმა აუხსნა ქალს, რომ სულიწმიდა, გადმოვიდოდა მასზე და მისი წყალობით დაორსულდებოდა, თუმცა ამავდროულად, იგი უმანკო დარჩებოდა. მარიამმა თავმდაბლად მიიღო ნაწინასწარმეტყველები პატივი და პასუხისმგებლობა.


ეს მოვლენა აღწერილია წმ. ლუკას სახარებაში. მახარებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მარიამისთვის დამახასიათებელ ერთგულ დამოკიდებულებას. მას, რა თქმა უნდა, შეეშინდა და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, მაგრამ იხელმძღვანელა ღვთის განზრახვების მინდობით და მადლიერებით, რომ ის არჩეულ იქნა ღვთის დიდ საქმეების აღსრულებისათვის.


სულიწმიდა, რომელმაც აღავსო მარიამი, ასევე მოქმედებდა წმ. ელისაბედის მეშვეობით, რომელსაც შვილი უნდოდა, მაგრამ უკვე ასაკოვანი იყო. მახარებელი აღწერს, რომ მთავარანგელოზმა გაბრიელმა მარიამის ხარების დროს გაამყარა თავისი ნათქვამი, სიტყვებით: „არაფერიაშეუძლებელი ღმერთთან“ (ლკ. 1:36).


წმ. ელისაბედი იყო წმ. იოანე ნათლისმცემლის დედა, რომელმაც მოგვიანებით ქრისტე მდინარე იორდანეში მონათლა. ამ ასკეტმა, განდეგილმა და წინასწარმეტყველმა მორწმუნეები მესიის მოსვლისთვის მოამზადა და იესოს მოსვლამდე მონათლა ისინი, ვისაც ღვთის შვილებდ გახდომა სურდა.


catholic.ge

bottom of page