top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

კათოლიკე ეკლესიას ორი ახალი ნეტარი ეყოლება

ვატიკანმა აღიარა გვატემალელი კაპუცინელი ბერის, ავგუსტო რაფაელ რამირეს მონასტერიოს მოწამეობრივი სიკვდილი და სასწაული, რომელიც იტალიელი მონაზვნის მარია იგნაცია ისაკის შუამდგომლობით მოხდა. ორივე მათგანი ნეტარად იქნება შერაცხული. გარდა ამისა, ოთხი ადამიანი: სამი მონაზონი და ერთი საერო პირი - ღვთის ღირსთა მსახურად გამოცხადდა.

 


22 იანვარს, ლეონ XIV-მ კანონიზაციის საქმეთა დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ მარსელა სემერაროს, დაავალა გამოეცა დეკრეტი, კაპუცინელი მცირე ძმების ორდენის მღვდლის, ავგუსტო რაფაელ რამირეს მონასტერიოს მოწამეობრივი სიკვდილისა და სასწაულის აღიარების შესახებ, რომელიც იესოს წმიდა გულის კონგრეგაციის დამფუძნებლის, მარია იგნაცია ისაკის შუამავლობით მოხდა. მათ მალე ნეტარად შერაცხავენ.

 

ასევე აღინიშნა საერო პირის, ნერინ კობიანკის, „წმიდა იოანე ნათლისმცემლის კონგრეგაციისა“ მონაზვნის – კროჩიფიზა მილიტერნის; პუჩო ალეგრას „წმიდა ოჯახის კონგრეგაციის“ დამაარსებლის – მარია ჟიზელდა ვილელისა და „უბიწო ჩასახვის მსახურთა დების კონგრეგაციის“ თანადამფუძნებლის – მარია თეკლა ანტონია რელიუჩენტის გმირული სათნოებები, რომლებიც ეკლესიაში წარმოდგენილი იქნებიან „ღვთის ღირსთა“ მსახურის ტიტულით. 

 

მოწამე მღვდელი

 

ავგუსტო რაფაელ რამირეს მონასტერიო, კაპუცინელთა მცირე ძმების ორდენის მღვდელი, 1937 წელს დაიბადა. მღვდლად მსახურების პერიოდში, თავი მიუძღვნა სამწყსო საქმიანობას და გვატემალაში ღარიბებისა და დაუცველების დახმარებას, იმ დროს, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომის შედეგად განადგურებული იყო. 1983 წელს მამა ავგუსტო რაფაელი ორჯერ დააკავეს, რადგან ეხმარებოდა ბიჭს, რომელიც ცდილობდა პარტიზანული წარსულისგან გათავისუფლებას და მთავრობის ამნისტიით სარგებლობას. დაპატიმრებების დროს წამების შემდეგ, მღვდელმა გაქცევა სცადა, მაგრამ სამხედროებმა დაიჭირეს და მოკლეს. მისი მკვლელობის მოტივად Odium Fidei -  რწმენის სიძულვილი მიიჩნიეს.

 

კურნების სასწაული

 

საერო ცხოვრებაში ცნობილი, როგორც ანჯელა კატერინა, იგივე მონაზონი მარია იგნაცია ისაკი 1857 წლის 8 მაისს, იტალიაში, ბერგამოს პროვინციაში დაიბადა. ოცი წლის ასაკში შევიდა სომასკას ურსულინელი დების ინსტიტუტში და სახელად მარია იგნაცია მიიღო.

 

1893 წელს კრემონას ეპისკოპოსმა ჯერემია ბონომელიმ სთხოვა ეხელმძღვანელა მონაზვნების ჯგუფისთვის, რომლებმაც გაცოლოში ახალი კონგრეგაცია - „იესოს უწმიდესი გულის ურსულინელი დების ინსტიტუტი“ დააარსეს.

 

იგი გარდაიცვალა 1934 წლის 19 აგვისტოს, სერიატეში.

 

1950 წელს მომხდარი სასწაულებრივი განკურნება მის შუამდგომლობას მიეწერება: იესოს წმინდა გულის ერთ–ერთი მონაზონი, მარია ასუნტა ზაპელი, მუცლის ძლიერი ტკივილით იტანჯებოდა, რაც „ენტეროკოლიტით, სავარაუდოდ, ტუბერკულოზური ხასიათის იყო“. მასზე მზრუნველმა მონაზონმა მარია იგნაციას შუამდგომლობით ნოვენის დაწყება შესთავაზა და შედგენილი ლოცვით განკურნება სთხოვა. ნოვენის ბოლო დღეს და, მარია ასუნტამ მოულოდნელად თავი უკეთ იგრძნო. ექიმებმა ჯერ უეცარი და მოულოდნელი გაუმჯობესება დააფიქსირეს, შემდეგ გამოჯანმრთელების სწრაფი პროგრესი და რამდენიმე დღეში სრული გამოჯანმრთელება.

 

ოჯახის მამა და შემწე შეჭირვებულთა

 

ნერინო კობიანკი იტალიელი ახალგაზრდების პედაგოგი, სკაუტი, „კარიტასის“ მოხალისე და საზოგადოების „შემწე შეჭირვებულთა“ დამფუძნებელი იყო. მისი ცხოვრებაში მრავლობდა ინტენსიური საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც ღრმა რწმენაზე იყო დაფუძნებული, გაძლიერებული ლოცვით, წმიდა წირვაზე ყოველდღიური დასწრებით, ბიბლიის კითხვითა და „სავარდის“ ლოცვით. იგი 1998 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, როგორც წმიდა პიროვნება. მის საფლავს დღემდე სტუმრობენ და ეკლესიამ ის ღვთის ღირს მსახურად აღიარა.

 

მოწოდებულთა დამხმარე

 

და კროჩიფისა მილიტერნი (დაბადების სახელი ტერეზა), კალაბრიის მკვიდრი, ასევე აღიარებულია ღვთის ღირს მსახურად. იგი დაიბადა 1874 წლის 24 დეკემბერს. უარი თქვა კომფორტულ ცხოვრებაზე და თავი მიუძღვნა ღარიბი გოგონების მსახურებას. ცდილობდა უღარიბესი ოჯახების ბავშვებისთვის დაეარსებინა თავშესაფარი, სადაც ისინი საბაზისო განათლებას მიიღებდნენ. მისი ცხოვრება გამოირჩეოდა ინტენსიური და გულმოდგინე სამოციქულო საქმიანობით. გამჭრიახე ნიჭის წყალობით, მრავალი საბერმონაზვნო მოწოდება აყვავდა და ნაყოფი გამოიღო.

 

მონაზაონი და დედა

 

მარია ჟიზელდა ვილელა, დაბადებული 1909 წლის 12 იანვარს, ბრაზილიაში, მარია და ფეში, 21 წლის ასაკში მიიღეს კამპინასის (სან-პაულუს შტატი) წმიდა ტერეზას მონასტერში, სადაც სამონაზვნო აღთქმა დადო. სახელად ეწოდა მარიამი. იგი პასო ალეგრეს მონასტრის თანადამფუძნებელი იყო და ვატიკანის მეორე კრების დროს, ორგანიზება გაუწია ლოცვის დღესასწაულებს, რომლებიც ღია იყო საერო პირებისთვის. იგი ცნობილი იყო თავისი გულახდილობით, სხვების მიმართ სიკეთითა და ბრძნული რჩევებით. 14 წლის ასაკში კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომლისგანაც გამოჯანმრთელდა, მაგრამ დაავადება კვლავ განუვითარდა. 1988 წელს, კიდევ ერთი რეციდივის შემდეგ, მარია ჟიზელდა ვილელა გარდაიცვალა. იგი ასევე აღიარებულია, როგორც ღვთის ღირსი მსახური.

 

ქალთა განათლებაზე მზრუნველი

 

მსგავსი ტიტული აქვს „უმანკოდ ჩასახვის ღვთისმოსავი მუშაკის დების კონგრეგაციის“ თანადამფუძნებელს, მარია ტეკლა ანტონია რელიუჩენტის, რომელიც 1704 წლის 23 სექტემბერს, ასკოლი-პიჩენოში დაიბადა. მონაზვნებთან ერთად ცხოვრების დაწყების შემდეგ, მან ასკოლი-პიჩენოში გოგონებისთვის პირველი უფასო სკოლა დააარსა. იგი ხელმძღვანელობდა უმანკოდ ჩასახვის აკადემიას, რომელიც დებისა და  ყველა სფეროს ქალების კულტურული, რელიგიური და სამოქალაქო განათლების გასაღრმავებლად დაარსდა.

შოთა გიქოშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

Comments


bottom of page