თანას მოწამეთა კანონიზაცია – იმედი საქართველოს ეკლესიისათვის
- catholic.ge

- 17 hours ago
- 5 min read
2026 წლის 23 იანვარს, ACISPAMPA– ს ვებ–გვერდზე, იტალიურ ენაზე გამოქვეყნდა მამა გაბრიელე ბრაგანტინის სტატია, ძმა დემეტრე თბილელისა და მისი თანამოწამეების შესახებ, გთავაზობთ მის ქართულ თარგმანს.

“მოისმინა რა ყადმა ეს, მყისვე გაგზავნა თავისი მსახურნი მათ მოსაყვანად. ესენი იყვნენ ძმა ტომაზო დე ტოლენტინო მარჩელი, ძმა იაკოპო პადოველი, ძმა დემეტრე (საქართველოდან), რომელიც საერო პირი იყო და იცოდა ეს ენები და ძმა პიეტრო სიენელი. ეს უკანასკნელი სახლში დარჩა საქმეების მისახედად, ხოლო დანარჩენები გაემართნენ ყადთან. მას შემდეგ, რაც ისინი ყადის წინაშე წარდგნენ, ყადმა გამოჰკითხა მათი რწმენის შესახებ. ურჯულონი დაობდნენ ჩვენს მორწმუნეებთან და ამბობდნენ, რომ ქრისტე მხოლოდ ადამიანი იყო და არა ღმერთი; ამაზე საუბრისას, ძმა ტომაზოს მოჰყავდა ჭეშმარიტი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთკაცი, ამ ხერხით თავგზა აუბნია ურჯულოებს, რომლებმაც არ იცოდნენ და ვერც შეძლეს წინ აღდგომოდნენ. ძმა დემეტრე მკრედში ძალიერად დაიჭრა, რის შემდეგაც მას თავი მოჰკვეთეს. სწორედ ასე შესწირეს მათ თავიანთი სული მოწამეობრივად ღმერთს”.
ნეტარი ოდორიკო და პორდენონეს მონათრხობის ეს ეპიზოდი, ოთხი ფრანცისკელის მოწამეობის შესახებ, შეტანილია წიგნში “ტომაზო და ტოლენტინო”, რომელიც დაწერეს: პაოლო ჩიკონოფრიმ, კარლო ვურაკიმ და ფრანკო კასადიდიომ. წიგნში მოთხრობილია ოთხი ფრანცისკელი ძმის (ბერის) ისტორია. ისინი მიემგზავრებნოდნენ ჩინეთში, გეზი კი საქართველოდან აიღეს, რომელიც ქრისტიანობის იტორიის ათასწლეულს ითვლის. ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ 1321 წელს ინდოეთში, თანაში, სწორედ მაშინ, როცა წარსდგნენ იმ ქალაქის ყადის წინაშე და გადაუშალეს მას მთელი ქრისტიანული სწავლება, რასაც მოჰყვა მუსლმთა კრიტიკა. ამის გამო, ტომაზო და მისი მეგობრები დახოცეს დაქირავებული მკვლელების მიერ.
ოთხი მოწამედან მხოლოდ ერთი, ძმა ტომაზო ტოლენტინელი 1894 წელს პაპმა ლეონ XIII-მ ნეტარად შერაცხა, ხოლო დანარჩენი სამის: ძმა დემეტრეს, ძმა ჯაკომოსა და ძმა პიეტროს კანონიზაციის საკითხი, ნეტარ ძმა ტომაზოსთან ერთად, სულ რამდენიმე წელია დაიძრა. ჩვენ ვთხოვეთ სტიგმელ მღვდელს, მამა გაბრიელე ბრაგანტინს, რომელიც არის საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ვიკარიუსი, კულტურისა და ეკუმენიზმის საკითხებში, ჩვენთვის მოეყოლა, თუ რა ეტაპზეა თანას მოწამეთა კანონიზაციის პროცესი.
“კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ, აქ, თბილისში, გასული წლის 27 მაისს, ჩვენი ეპისკოპისის, ჯუზეპე პაზოტოს მიერ მთელი შეგროვილი მასალა გადაეცა რომში, წმინდანთა საკითხთა დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ სემერანოს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება და მათი კანონიზაცია გახდება წმიდა ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალებიდან 800 წლისთავის ზეიმის ნაწილი”.
რა მიზეზით გადაწყვიტეს ჩინეთში გამგზავრება?
“იმისათვის, რომ ამ კითხვას ვუპასუხოთ, უნდა გვესმოდეს, რომ საუბრობთ XIV საუკუნის დასაწყისზე, როცა ევროპაში ძლიერდება ინტერესი პრაქტიკულად ყველასთვის უცნობი აღმოსავლური ქვეყნების ევანგელისაციისა – მოგზაურობების წყალობით და ახალი რელიგიური ორდენების მეშვეობით, მაგალითად ფრანცისკელებისა და დომინიკელების მიერ. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ამბავზე, რომელიც მოხდა თავრიზში, (მონღოლური სპარსეთის სახალიფოს დედაქალაქი ახლანდელი ირანი, რომლის ნაწილიც იყო საქართველო), სადაც ფრანცისკელთა მცირე ძმებსა და დომინიკელ ძმებს ჰქონდათ ორი მონასტერი. ის ძმები, რომლებიც აღმოსავლეთში უნდა გამგზავრებულიყვნენ ამ მონასტრებში სწავლობდნენ ენასა და კულტურას, რაც აუცილებელი იყო მათი მისიონერული საქმიანობისათვის. სწორედ თავრიზიდან, 1320 წლის დეკემბერში ჩვენი ოთხი ძმა (ტომაზო ტოლენტინელი, დემეტრე თბილელი, ჯიაკომო პადოველი და პიეტრო სიენელი) გაემგზავრნენ ხანბალიკში, მონღოლეთის იმპერიის დედაქალაქში, სადაც იყო მათი თანამოძმის, ჯოვანი მონტეკოროვინელის საეპისკოპოსო რეზიდენცია (მონტეკორვინო როველა, 1247 - პეკინი 1328), რათა გვერდში დასგომოდნენ ფრანცისკელ ძმებს მისიონერულ საქმიანობაში და გასცნობოდნენ კულტურას”.
რატომ არის მნიშვნელოვანი დღეს ამ მოწამეების ხსოვნა?
„მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს. მნიშვნელოვანია მაგალითად ადგილობრივი ეკლესიებისთვის, რომლებსაც ეს მოწამეები ეკუთვნოდნენ და რომლებიც ისედაც მდიდარია სიწმინდისა და ევანგელიზაციის საქმისადმი ერთგულების მოწმობებით (სიენა, პადუა, ტოლენტინო), ასევე მნიშვნელოვანია ფრანცისკელთა მძირე ძმების ორდენისთვის. თუ მათთვის აღნიშვნის მიზეზი იყო ფრანცისკეს მოწამეობრივი სიკვდილის 800 წლისთავი მაროკოში (1220), ასევე დამასკოს მოწამეთა კანონიზაცია (1860), რომელიც 2024 წელს მოხდა, მაშინ თანას მოწამეთა ხსოვნა, როგორც აღმოსავლეთში მყოფი ფრანცისკელ მოწამეთა პირველი ჯგუფის, არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ისტორიკოსებისთვის, რათა დააფასონ ისტორიის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ საინტერესო გვერდები.
ჩვენთვის, საქართველოში, ეს მნიშვნელოვანია ისტორიული თვალსაზრისით, რადგან ის ხაზს უსვამს ჩვენი ისტორიის საკმაოდ დიდებულ გვერდს, რაც გვახსენებს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი წერტილი იყო XIV საუკუნის ევანგელიზაციის პროგრამაში და რომ კათოლიკე მისიონერების ყოფნამ საქართველოში ნაყოფი გამოიღო. მნიშვნელოვანია ეროვნული თვალსაზრისითაც, რადგან ძმა დემეტრე თბილელი (თბილისელი)კარგად იყო მომზადებული, რის გამოც იგი ამ მისიისათის აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო მღვდელი. იგი წარმოაჩენდა ღრმა კავშირს რომისა ეკლესიასა და ადგილობრივ განზომილებაში. წმინდანთა საყოველთაო კალენდარში მისი შეყვანა კათოლიკე ეკლესიის ინკულტირაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდა, განსაკუთრებით ლიტურგიაში ზეიმით; ასევე ეკუმენური თვალსაზრისით, რაზეც ხშირად ჩვენი მორწმუნეები ხაზს უსვამენ: იგი გახდებოდა პირველი ქართველი მოწამე წმიდანი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის, გაყოფის შემდეგ”.

რამდენად პატივდებულია დემეტრე თბილელი საქართველოში?
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ნულიდან მოგვიწია დაწყება, ამის რამდენიმე მიზეზია: კომუნისტური პერიოდის დროს ამ მოწამეთა პატივის მიგება მთლიანად დაიკარგა; გარკვეული მოვლენების შედეგად, საუკუნეების განმავლობაში ამ ქვეყანაში კათოლიციზმის გაქრა და შემდეგ ისევ აღორძინდა; და ასევე ის ორდენი გავიდა ქვეყნიდან, რომელსაც ძმა დემეტრე ეკუთვნოდა.
განახლებული ინტერესის მიზეზი იყო მათი მოწამეობრივი სიკვდილის შვიდასი წლისთავი (2021) და იმის გაგება, რომ მათ ინდოეთში ჯერ კიდევ მიაგებენ პატივს. შემიძლია ვთქვა, რომ 700 წლის იუბილეს აღნიშვნამ დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენს მორწმუნეებში, კორონავირუსის პერიოდის მიუხედავად. ასევე მათთვის მნიშვნელოვანი იყო წინადადება, რათა შეგვეტანა შუამდგომლობა მათი წმინდანებად შერაცხვის შესახებ. შედეგად, დღეს ჩვენ ვხედავთ ამ მოწამეთა, კერძოდ კი ძმა დემეტრე თბილელისადმი, პატივის ხელახლა მიგების ფაქტებს. თუმცა რა თქმა უნდა, არსებობს მათ მიმართ პატივის მიგების ადრეული უამრავი მტკიცებულება. ერთ ფრანცისკანულ ტექსტში ნათქვამია: „ძმა ჯორდანომ სოლდანიაში (სპარსეთი) მოიტანა და მქადაგებელთა მონასტერში სხვა ნივთებთან ერთად დაასვენა ერთ-ერთი ამ მოწამეთა ყბის ძვლის ფრაგმენტი, რომელმაც არ იცოდა, ვის ეკუთვნოდა ის. უფალმა სასწაულები მოახდინა და ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა უფალს სთხოვა, გაემხილა, თუ ვის ეკუთვნოდა ის. მომდევნო ღამეს მას გამოეცხადა ფრანცისკელთა მძირე ძმების ორდების ბერი და უთხრა, რომ ის ნეტარ დემეტრიოსს ეკუთვნოდა“, - შესაძლოა, ეს ამბავი იმეორებს თანას მოწამეთა კულტს, რომელიც აღმოსავლეთში მათი გარდაცვალებისთანავე წარმოიშვა და რომელშიც, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველ ბერს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რადგან ის აღმოსავლეთის ლათინური ეკლესიის პირველი ადგილობრივი მოწამე იყო“.
რამდენად იმოქმედა ქართველი კათოლიკეების რწმენაზე თანას მოწამეთა შესახებ მონათხრობმა?
„ამ საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტური მტკიცებულებები არ გვაქვს; რა თქმა უნდა, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში, როგორც აღმოსავლურ, ასევე ლათინურ ტრადიციებში, მოწამეობის ისტორიაა, როგორც ეს პაპმა იოანე პავლე II-მ 1999 წელს და პაპმა ფრანცისკემ 2016 წელს საქართველოში სამწყსო ვიზიტების დროს აღნიშნეს. მე მჯერა, რომ არ უნდა დავივიწყოთ მათი ხსოვნა და ასევე არც მათი, ვინც ერთგული დარჩა თავიანთი ნათლობისა, ამ ორი ათასი წლის ქრისტიანული ისტორიისა და საბჭოთა პერიოდის განმავლობაში. ეს ისტორია შენარჩუნდა და აგრძელებს ამ ქვეყანაში ქრისტიანების ცხოვრებას, არა მხოლოდ როგორც საამაყო მოგონებას. პირდაპირი მტკიცებულებები არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია გავიხსენოთ ამ მოვლენის გავლენა იმდროინდელ ქრისტიანებზე, თაობიდან თაობას გადაცემული ცნობების საშუალებით, როგორიცაა წერილები (რომელთაგან პირველი დაწერილია დომინიკელი ჯორდანო დი სევერაკის მიერ, გამდიდრებული გენუელი ვაჭრის, იაკობინის პირდაპირი ჩვენებით, რომელიც მისი მატარებელი იყო), Chronica XXIV generalium Ordinis Fratrum Minorum და უპირველეს ყოვლისა, Relatio, რომელიც ძმა ოდორიკმა ჩაიწერა ნაკარნახევი პადუას მონასტერში 1330 წლის მაისში (რომელიც იყო...“ არა მხოლოდ გვიანი შუა საუკუნეების ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფრანცისკანული ტექსტი, არამედ მარკო პოლოს „მილიონის“ შემდეგ, ყველაზე პოპულარული მოგზაურობის წიგნიც), რომლის ბოლო თავშიც იგი ამტკიცებს, რომ ყველაფერი, რაც დაწერა, მას სანდო ადამიანებმა უამბეს ან საკუთარი თვალით იხილა. მასში ძმა ოდორიკმა თანას მოწამეობრივი აღსასრულის ისტორია, ქრისტიანული ეპოქის პირველი საუკუნეების „ვნებების“ მსგავსი ფორმით წარმოაჩინა, ასევე ამ მოწამეებისადმი მიძღვნილ ეკლესიებსა და ფრანცისკანულ მონასტრებში ფრესკების ციკლები (ვერონა, უდინე, სიენა, პადუა...); რელიქვიების პატივის მიგება.
ჯორდანო დი სევერაკმა სამი მოწამიდან ერთ-ერთის რელიქვია (ყბის ძვალი) სოლტანიეს დომინიკელთა მონასტერში გაგზავნა. ამბობენ, რომ თავად პაპი იოანე XXII (დაახლ. 1244–1334) იმდენად იყო შეძრული მათი მოწამეობრივი აღსასრულის ისტორიით, რომ ამ მოვლენის შემდეგ გადაწყვიტა უძველესი საეპისკოპოსო რეზიდენცია სმირნიდან თბილისში გადაეტანა (1328). რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენი მორწმუნეებისთვის, ასევე მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის და მოულოდნელი საჩუქარი ჩვენი ეკლესიისთვის - თანას მოწამეთა ხსოვნა.
ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს სტიმული საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ყოფნის ისტორიის ახლებურად გააზრებისთვის, რომელიც ხშირად დევნის მსხვერპლი იყო და ასევე ქრისტიანული ცხოვრების აღორძინებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ განსაკუთრებით მათთვის იქნება მნოშვნელოვანი, ვინც კათოლიკე იყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო მიატოვა თავისი ტრადიცია“.
მამა გაბრიელე ბრაგანტინისაქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ვიკარიუსი, კულტურისა და ეკუმენიზმის საკითხებში.
რომი. 23 იანვარი. 2026 წელი. (ACI STAMPA)









Comments