• catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ნიკარაგუის პოლიციამ ეპისკოპოსის რეზიდენცია დაარბია


19 აგვისტოს, ნიკარაგუაში სანდინისტური ( სოციალისტური პარტიზანული მოძრაობა), მთავრობის პოლიცია ქალაქ მატაგალპას საეპისკოპოსო კურიაში შეიჭრა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა ეპისკოპოსი როლანდო ხოსე ალვარესი და შვიდი სხვა პიროვნება.



მანამდე, ეპისკოპოსი 15 დღის განმავლობაში ჩაკეტეს თავის რეზიდენციაში შენობის ირგვლივ კი პოლიცია პატრულირებდა.


19 აგვისტოს დილით, მატაგალპას ეპარქიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიცია შენობაში შევიდა და ეპისკოპოსი გაურკვეველ ადგილას წაიყვანა.


ვარაუდობენ, რომ ეპისკოპოსის დაკავების ბრძანება თავად პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ მიიღო, რადგან სასულიერო პირი ღიად აკრიტიკებდა რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციას.


ეპისკოპოს ალვარესს შინაპატიმრობა მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც მან კათოლიკური რადიოსადგურების დახურვა გააკრიტიკა. ის ასევე ხელისუფლებისგან ითხოვდა რელიგიის თავისუფლების პატივისცემას.


პოლიცია ეპისკოპოსს ადანაშაულებს „ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში“, „სიძულვილის გაღვივებასა“ და „ნიკარაგუას სახელმწიფოს დესტაბილიზაციაში“.


სანდინისტების მთავრობამ გააძლიერა თავდასხმა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ. მან ქვეყნიდან გააძევა საქველმოქმედო მისიონერი მონაზვნები მას შემდეგ, რაც აიძულა ისინი დაეხურათ არასამთავრობო ორგანიზაციები. სამოციქულო ნუნციუსსაც კი უთხრეს, რომ ერი გაეთავისუფლებინა. მთავრობამ ასევე მათრახი მოიქნია კათოლიკურ მედიასაშუალებებსა და სხვა დაწესებულებებზე.


წყარო: swnews



თაკო ფეიქრიშვილი