top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპ ფრანცისკეს ცხოვრების შესახებ წიგნი დაიბეჭდა

2025 წლის 14 იანვარს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდება პაპ ფრანცისკეს ავტობიოგრაფია „Spera“ („იმედი“), რომელშიც წმინდა მამა მოგვითხრობს თავის პირად ისტორიებს, მოგზაურობის დროს დაგეგმილი თავდასხმის დეტალების ჩათვლით.

 


წიგნი იტალიელმა მწერალმა და ჟურნალისტმა კარლო მუსომ დაწერა. მისი ნაწყვეტები წმინდა მამის 88 წლის იუბილეზე, იტალიურმა გაზეთებმა La Repubblica და Corriere della Sera გაავრცელეს.

 

წიგნში ერთმანეთში ერწყმის პირადი მოგონებები და რწმენის, სოციალური სამართლიანობის, მშვიდობის ძიების ღრმა რეფლექსიები, რომლებიც  მოსალოდნელია, რომ ფართო აუდიტორიის ყურადღებას მიიპყრობს.

 

წიგნში შესულია ხორხე ბერგოლიოს ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები. მასში საუბარია ბავშვობაზე Villas Miserias - ში,  ბუენოს აირესის ყველაზე ღარიბ უბნებში. “ღარიბებმა, რომლებიც წარმოადგენენ „კაცობრიობის ცენტრს“, ღრმა კვალი დატოვა მის სულზე. იქ ადამიანთა შორის განსხვავებები ნორმა იყო, ურთიერთპატივისცემა კი ყოველდღიური ცხოვრების საფუძველი. ქრისტიანები, ებრაელები და მუსლიმები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ”. პაპისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას ეძახიან Papa Villero - ს (ადამიანი, რომელიც გაიზარდა ღარიბ მხარეში), რადგან ეს ხაზს უსვამს კავშირს იმ ცხოვრებისეულ გარემოებებთან, რამაც საფუძველი ჩაუყარა მის მსოფლმხედველობას.

 

პაპის ფაქტები რელიგიაზე ამტკიცებს, რომ რწმენა არის ცვლილებისა და პროგრესის საფუძველი ყველაზე რთულ პირობებშიც კი.

 

პაპი ასევე გვიზიარებს მოგონებებს ქალებზე, რომლებმაც გამოიარეს რთული ცხოვრებისეული გამოცდილება, მათ შორის, ვინც წარსულში პროსტიტუციით იყო დაკავებული. ერთ-ერთმა მათგანი, მას შემდეგ, რაც ტანჯვა გადაიტანა, სულის ძიებას შეუდგა. გადაწყვიტა დაეტოვებინა ეს გზა და მიეძღვნა თავისი ცხოვრება ხანდაზმულთა დასახმარებლად. პაპი მას "თანამედროვე მარიამ მაგდალინელს" უწოდებს. მისი გარდაცვალების შემდეგ, პაპმა ილოცა მისთვის და თქვა, რომ ასეთი ადამიანები  „ჩვენზე წინ არიან ღვთის სასუფეველში“.


ომითა და ძალადობით გამოწვეულ ტრაგედიებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პაპ ფრანცისკეს რეფლექსიაში. იგი დეტალურად აღწერს 2021 წელს ერაყში ვიზიტს, რომელსაც თან ახლდა სერიოზული ორგანიზაციული სირთულეები პანდემიისა და უსაფრთხოების პრობლემების გამო.

 

”მაგრამ მე მინდოდა წასვლა ნებისმიერ ფასად. ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, ”- თქვა პაპმა.

 

წიგნში პაპმა ასევე გაამხილა, რომ როგორც კი ის ბაღდადში ჩავიდა, ვატიკანის დაცვას პოლიციამ აცნობა, რომ ბრიტანულმა დაზვერვამ გაფრთხილება გადასცა: ახალგაზრდა ტერორისტი ქალი მოსულში მიემართებოდა, რომ თავი აეფეთებინა პაპთან მიახლოებისას. ასევე იყო მეორე ფაქტიც, როცა მამაკაცმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანაში სცადა ტერორიტული აქტის მოწყობა. ეს ფაქტები, დამნაშავეების ლიკვიდაციით, ერაყის პოლიციამ აღკვეთა. ამ მოვლენებმა ღრმა კვალი დატოვა პაპის გულში.

 

პაპ ფრანცისკეს ცხოვრება ასახული იქნება არა მხოლოდ მის ავტობიოგრაფიაში "Spera", არამედ ფილმში, რომელიც დაფუძნებულია მის წიგნზე „ჩემი ისტორია ისტორიაში“, რომელიც ფაბიო რაგონამ დაწერა და 2024 წლის მარტში დაიბეჭდა.

 

წყარო: www.vaticannews.va

 

 შოთა გიქოშვილი

 

 

 

コメント


bottom of page